ჟოზე მოურინიო: ნამდვილ მონსტრებს ვეთამაშებოდით

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ პსჟ-სთან (1:1) ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველი მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"იყო შანსი, წაგვეგო. ამიტომ ფრე პოზიტიური შედეგია. ძალიან რთული შეხვედრა იყო, ვერ ვიტყვი, რომ ძალიან კმაყოფილი ვარ. ახლა ყველაფერი საპასუხო მატჩზეა დამოკიდებული, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ფრე ძალიან კარგ გუნდთან ვითამაშეთ, რომელსაც ტექნიკური ფეხბურთელები ჰყავს.

"ჩელსი" ბურთს კარგად აკონტროლებდა, მაგრამ მეორე ტაიმში ეს ისე კარგად აღარ გამოგვდიოდა. ვერ ვიტყვი, რომ ჩემი ფეხბურთელები ცუდად თამაშობდნენ, ისინი ხომ ნამდვილ მონსტრებს უწევდნენ მეტოქეობას.

"ჩელსის" მცველებს
გოლის კარგი ალღო აქვთ. ყოველ შემთხვევაში, უგოლო ფრეს ასეთი ანგარიში ნამდვილად ჯობია", - თქვა მოურინიომ უეფას ოფიციალურ ვებგვერდთან საუბარში.

შეგახსენებთ, რომ "ჩელსი"-პსჟ 11 მარტს გაიმართება.

ასევე იხილეთ:
პსჟ-ჩელსი 1:1 -"ჩელსიმ" თავისი დაცვით გაიტანა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული