კლუბის ხელმძღვანელობის თავმჯდომარემ, კარლ-ჰაინც რუმენიგემ, მისმა მოადგილე იან-კრისტიან დრეეზენმა და "ბაიერნის" პრეზიდენტმა კარლ ჰოფნერმა ბავშვთა ნომერ მერვე საავადმყოფოს ორმაგი საჩუქარი გაუკეთეს.
"ბაიერნმა" საკუთარ თავზე აიღო საავადმყოფოში საკმაოდ დიდი რაოდენობის ბავშვების მკურნალობისა და მედიკამენტების ხარჯები.
"ჩვენთვის ეს გაწეული დახმარება ბუნებრივია. ამ ბავშვებს კვლავ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, ნორმალური ცხოვრება გააგრძელონ", - თქვა რუმენიგემ.
აღსანიშნავია, რომ გერმანული კლუბის დახმარების შედეგად, დაახლოებით 60 ოპერაცია ჩატარდება.
გარდა
ამ ყველაფერთან ერთად, ლვოვის საავადმყოფოს პატარა პაციენტებმა "ბაიერნის" მესვეურებისგან კლუბის ატრიბუტიკა და სუვენირები მიიღეს საჩუქრად.
შეგახსენებთ, რომ დონეცკის "შახტარსა" და მიუნხენის "ბაიერნს" შორის მატჩი უგოლო ფრედ დასრულდა.
ასევე იხილეთ:
შახტარი-ბაიერნი 0:0 - მკვდარი თამაში და ცოცხალი ინტრიგა [VIDEO]