* 18 წლის წინ იმ ფინალში "დორტმუნდმა" პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ევროთასი მოიგო.
* ბოლო 10 მატჩია, "იუვენტუსი" ევროთასებზე შინ არ მარცხდება.
იტალიის ჩემპიონი და ერთპიროვნული ლიდერი იმ გუნდს დაუხვდება, რომელსაც სამშობლოში საშინელი კრიზისი ჰქონდა და მხოლოდ ბოლო ტურებია, გამოცოცხლება დაეტყო.
მასიმილიანო ალეგრი (იუვენტუსი):
"ეს არ იქნება სეზონის მატჩი, რადგან ფინალი არ არის. ეს იქნება 180-წუთიანი ბრძოლა მეტოქესთან, რომელიც ჩვენსავით კარგ ფორმაშია.
"ბორუსიას" 4 ძალიან სწრაფი და ტექნიკური ფორვარდი ჰყავს. ჩვენ არ უნდა
როცა სახლში თამაშობ, ფუნდამენტური დავალებაა, არ გაუშვა გოლი. თუ გაგვიტანეს, ძალიან დიდ პრობლემას გადავაწყდებით.
კლოპმა ძალიან ბევრი იღვაწა, მან 2006 წლიდან თავიდან ააშენა "ბორუსია". ეს გუნდი დიდი ძალაა გერმანიასა და ევროპაში. არ ვიცი, რა გვაქვს ჩვენ საერთო, როგორც მწვრთნელებს, მაგრამ კლოპი ნამდვილად დიდი მწვრთნელია.
რაც შეეხება "ბორუსიას" დღევანდელ მდგომარეობას ბუნდესლიგაში, ვფიქრობ, ეს ყველაზე დიდი ანომალიაა, რაც კი მე ფეხბურთში მინახავს".
იურგენ კლოპი (დორტმუნდი):
"ყველაზე მთავარი, რაც ბოლოს შეიცვალა, გუნდის ფიზიკური ფორმაა. ჩვენ ამ შეხვედრისათვის მოსამზადებლად და ტაქტიკის გამოსაცდელად დრო გვქონდა, დრო, რომელიც ასე გვაკლდა სეზონის პირველ ნახევარში.
ახლა ჩვენ უკეთ ვთამაშობთ. პრობლემები კიდევ რჩება, მაგრამ არა ფიზიკურ მომზადებასთან დაკავშირებული.
ვიცოდით, რომ სეზონის მეორე ნახევარში გაცილებით ძლიერები ვიქნებოდით. სხვანაირად შეუძლებელიც იყო. ვიცით, რომ ჯერ კიდევ ვიბრძვით ბუნდესლიგაში დარჩენისთვის, თუმცა დროებით ეს პრობლემა დავიწყებულია და მხოლოდ "იუვენტუსთან" თამაშზე ვფიქრობთ.
მე მხოლოდ მოხარული ვარ, რომ ის კოშმარი, რაც სეზონის პირველ ნახევარში თავს დაგვატყდა, უკვე წარსულია. ყველას გვახსოვს 1997 წლის ფინალი, როცა "იუვე" აშკარა ფავორიტი იყო, მაგრამ "დორტმუნდმა" იმარჯვა.
ახლა მეტოქე ასეთი აშკარა ფავორიტი არ არის".
ჩემპიონთა ლიგა. 1/8 ფინალი. I მატჩი
24 თებერვალი. იუვენტუს არენა (ტურინი). 23:45
იუვენტუსი-დორტმუნდი
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ასამოა, ბარძალი (?), მარონე (?), მატრი (?) - გროსკროიტცი, ბენდერი (?), ბლაშჩიკოვსკი (?), დურმი (?), ჰუმელსი (?), იმობილე (?), კელი (?)
მსაჯი: ანტონიო ლაოსი (ესპ)
სტატისტიკა
როგორ მოვიდნენ აქამდე
იუვენტუსი
A ჯგ. II ადგ. 10 ქ
2:0 მალმიო (შ)
0:1 ატლეტიკო (ს)
0:1 ოლიმპიაკოსი (ს)
3:2 ოლიმპიაკოსი (შ)
2:0 მალმიო (ს)
0:0 ატლეტიკო (შ)
დორტმუნდი
D ჯგ. I ადგ. 13 ქ
2:0 არსენალი (შ)
3:0 ანდერლეხტი (ს)
4:0 გალათასარაი (ს)
4:1 გალათასარაი (შ)
0:2 არსენალი (ს)
1:1 ანდერლეხტი (შ)
იუვენტუსი
მეკ: ბუფონი (6 თ)
მცვ: კიელინი (6), ბონუჩი (6), ლიხტშტაინერი (6), ევრა (3), კასერესი (2), ოგბონა (1)
ნახ: პოგბა (6 თ, 1 გ), პერეირა (5), ვიდალი (5), მარკიზიო (5), პირლო (4, 1), ასამოა (3)პადოინი (2), რომულო (1)
თავ: ტევესი (6, 3), მორატა (5), ლორენტე (5, 1), ჯოვინკო (3)
დორტმუნდი
მეკ: ვაიდენფელერი (5), ლანგერაკი (1)
მცვ: სუბოტიჩი (6), დურმი (4), პაპასტატოპულოსი (4, 1), პიშჩეკი (4), გინტერი (4), შმელცერი (4), ჰუმელსი (2), კირხი (1)
ნახ: ბენდერი (5), მხითარიანი (5), კაგავა (5), კელი (4), გიუნდოგანი (4), გროსკროიტცი (4), როისი (2, 2), იოიჩი (2), შაჰინი (1), ბლაშჩიკოვსკი (1)
თავ: ობამეიანგი (6, 3), იმობილე (5, 4), რამოსი (5, 3)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"