სიტი VS ბარსელონა - გააჩერეთ კუნი, თუ შეძლებთ

AutoSharing Option
* ზედიზედ მეორე წელია, ეს გუნდები ამ ეტაპზე ხვდებიან. შარშან "ბარსელონამ" ორი მატჩის ჯამში 4:1 მოიგო.
* "სიტი" ამ ეტაპზე მხოლოდ მეორედ გავიდა, "ბარსელონა" კი - ზედიზედ მე-11-ედ.
* თუ გავა, "ბარსელონა" ზედიზედ მერვედ ითამაშებს ლიგის მეოთხედფინალში.

შარშან ეს ტიტანთა ბრძოლა იყო, რომელშიც "ბარსამ" იოლად იმარჯვა, რადგან "სიტი" პლეი ოფში პირველად თამაშობდა. მას მერე წელიწადი გავიდა და მანუელ პელეგრინის გუნდმა საჭირო გამოცდილებაც დააგროვა.

მანუელ პელეგრინი (მანჩესტერ სიტი):
"დისკვალიფიკაციის გამო იაია ტურე არ გვეყოლება. ეს დიდი
დანაკლისია, მაგრამ არ ვიქნები თავმდაბალი და ვიტყვი, ჩვენ "ბარსელონას" დამარცხება იაიას გარეშეც შეგვიძლია.

მძიმე ტრავმის მორჩენის შემდეგ სერხიო აგუერო ნელ-ნელა სათანადო ფორმაში შედის. შეტევაში ჩვენ მისი იმედი გვაქვს. როცა აგუერო 100%-ით მზად არის, მისი გაჩერება ძნელია".

ლუის ენრიკე (ბარსელონა):
"მალაგასთან" მარცხი წარსულია და უნდა დავივიწყოთ. ვფიქრობ, ჩემმა ფეხბურთელებმა ეს წარმატებით მოახერხეს. სხვათა შორის, ეს მარცხი ისე მწარეც არ იყო, როგორც ჩვენი მოულოდნელი დამარცხება "ანოეტაზე" "რეალ სოსიედადის" წინააღმდეგ.

ვფიქრობ, "სიტის" და "ბარსელონას" დაპირისპირება დაახლოებით ისევ იმ სცენარით წარიმართება, როგორც შარშან იყო.

კონკრეტულად ამ შეხვედრაში ბევრს ვიფიქრებთ კარის დაცვაზე და შევეცდებით მომენტების შექმნას. ასეთი წაგების მერე კარგიც არის, რომ მატჩი მალე გვაქვს.

ნეიმარი შარშანდელთან შედარებით ბევრად უკეთესი ფეხბურთელია, მან აშკარად მოუმატა".

ჩემპიონთა ლიგა. 1/8 ფინალი. I მატჩი
24 თებერვალი. ეტიჰადი (მანჩესტერი). 23:45
სიტი-ბარსელონა
დისკვალიფიკაცია: ტურე (სიტი)
ტრავმა: - ვერმალენი, დუგლასი (?)
მსაჯი: ფელიქს ბრიხი (გერმანია)

სტატისტიკა
როგორ მოვიდნენ აქამდე

სიტი
E ჯგ. II ადგ. 8 ქ
0:1 ბაიერნი (ს)
1:1 რომა (შ)
2:2 ცსკა (ს)
1:2 ცსკა (შ)
3:2 ბაიერნი (შ)
2:0 რომა (ს)

ბარსელონა
F ჯგ. I ადგ. 15 ქ
1:0 აპელ (შ)
2:3 პსჟ (ს)
3:1 აიაქსი (შ)
2:0 აიაქსი (ს)
4:0 აპოელ-ი (ს)
3:1 პსჟ (შ)

სიტი
მეკ: ჰარტი (6)
მცვ: დემიკელისი (5), საბალეტა (5, 1), კომპანი (5), კლიში (5), მანგალა (3), კოლაროვი (3), სანია (2)
ნახ: მილნერი (6, 1), ნავასი (6), ფერნანდინიო (5), ტურე (4, 1), ნასრი (4, 1), ფერნანდო (4), სილვა (4), ლამპარდი (2)
თავ: აგუერო (5,5 ), ჯეკო (5), იოვეტიჩი (5)

ბარსელონა
მეკ: ტერ შტეგენი (6)
მცვ: ბარტრა (5), ალვეში (5), ადრიანო (4), პიკე (4, 1), ალბა (4), მატიო (2)
ნახ: მასკერანო (5), ჩავი (5), რაკიტიჩი (5), ინიესტა (4), ბუსკეტსი (4), რაფინია (4), სამპერი (1), რობერტო (1)
თავ: მესი (6, 8), ნეიმარი (5, 3), პედრო (5), სანდრო (3, 1), ელ ჰადადი (3), სუარესი (3, 2)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
აგუეროს ნაირები გაუჩერებიათ :D:D
kaxampower
19:48 24-02-2015
0
რა არეულია ყველაფერი. რომ არ იცოდე ვინ თამაშობს დღეს, აქედან აზრს ვერ გამოიტან. სიტი-ბაიერნი, სიტი-ბარსელონა თუ სიტი-პორტუ.
Beso
13:41 24-02-2015
0

სიახლეები პოპულარული