ლევერკუზენი VS ატლეტიკო - ბუნდესლიგა არა, მეტი

AutoSharing Option
* "ლევერკუზენმა" ბოლო ოთხი 2-რაუნდიანი ბრძოლა წააგო ესპანურ გუნდებთან.
* "ლევერკუზენს" ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში არასოდეს მოუგია.
* ეს გუნდები ერთმანეთს ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე შეხვდნენ 2010 წელს. ორივე მატჩი 1:1 დასრულდა.

დიეგო სიმეონეს "ატლეტიკოს" უპირატესობა ისიც არის, რომ "ფარმაცევტები", ტრადიციულად, ძალიან სუსტად თამაშობენ ესპანურ კლუბებთან.

ჩემპიონთა ლიგის შარშანდელი პირველობის ფინალისტი ამ დაპირისპირებაში აშკარა ფავორიტია.

როჯერ შმიდტი (ლევერკუზენი):
"ჯგუფური ეტაპი ძალიან რთული იყო, მაგრამ ამ ეტაპზე კიდევ უფრო ძლიერი მეტოქეები გველის. "ატლეტიკო" შარშან ფინალისტი იყო. ბოლო წლებია, მეტოქე სტაბილურად მაღალ დონეზე
თამაშობს.

სიმეონეს გუნდის წინააღმდეგ თამაში ყველას უჭირს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, კარგ თამაშს შემოგთავაზებთ. ჩვენ ფანებს უნდა ვანახოთ, რომ მეოთხედფინალში გასვლის შანსი ჩვენც გვაქვს.

მეორე მატჩში კი ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ხვალ 180-წუთიანი ომის მხოლოდ პირველი ნახევარია, ყველაფერი მადრიდში გადაწყდება.

"ლევერკუზენს" შემტევი პოტენციალი საკმარისად დიდი აქვს. ამიტომაც "ატლეტიკოს" მძიმე ბრძოლა ელის. მაგრამ საბოლოო წარმატებისთვის საჭიროა, სულ სხვა დონეზე ვითამაშოთ, ვიდრე გერმანული ბუნდესლიგაა".

დიეგო სიმეონე (ატლეტიკო): "ძალიან დიდი მატჩია ჩვენი გუნდისთვის. ასეთი მიზანი გვაქვს: ვაკონტროლოთ როგორც მატჩის მიმდინარეობა, ასევე ბურთი.

თუ ამას მოვახერხებთ, "ლევერკუზენს" მოუწევს სირბილი ბურთის დასაბრუნებლად.

დიდად მოწადინებულნი ვართ, "ატლეტიკო" მართლა კარგად გამოიყურება და იმედია, სრული კონცენტრაციით მიზანსაც მივაღწევთ. თუკი კონცენტრაციას არ დავკარგავთ, მატჩს კარგი შედეგით დავასრულებთ".

ჩემპიონთა ლიგა. 1/8 ფინალი. I მატჩის წინ
25 თებერვალი. ბაიარენა (ლევერკუზენი). 23:45
ლევერკუზენი-ატლეტიკო
დისკვალიფიკაცია: თოფრაქი -
ტრავმა: კრუსი - კოკე, ბენდერი (?), იედვაი (?)
მსაჯი: პაველ კრალოვეცი (ჩეხეთი)

სტატისტიკა
როგორ მოვიდნენ აქამდე

ლევერკუზენი - ატლეტიკო
C ჯგ. II ადგ. 10 ქ - A ჯგ. I ადგ. 13 ქ
0:1 მონაკო (ს) - 2:3 ოლიმპიაკოსი (ს)
3:1 ბენფიკა (შ) - 1:0 იუვენტუსი (შ)
2:0 ზენიტი (შ) - 5:0 მალმიო (შ)
2:1 ზენიტი (ს) - 2:0 მალმიო (ს)
0:1 მონაკო (შ) - 4:0 ოლიმპიაკოსი (შ)
0:0 ბენფიკა (ს) - 0:0 იუვენტუსი (ს)

ლევერკუზენი
მეკ: ლენო (8 თ)
მცვ: სპაჰიჩი (8), თოფრაქი (8), დონატი (6, 1), იედვაი (5), ბიონიში (5), ვენდელი (3), ჰიბერტი (2), პაპადოპულოსი (2, 1)
ნახ: ბელარაბი (8, 1), ჩალჰანოღლუ (8, 2), კასტრო (5), ბენდერი (5), რაინარტცი (4), როლფესი (4), კრუსი (2), იოზთუნალი (1)
თავ: კისლინგი (8, 4), სონი (8, 5), დრმიჩი (7), ბრანდტი (5)

ატლეტიკო
მეკ: მოია (5 თ), ობლაკი (1)
მცვ: ხუანფრანი (6), გოდინი (6, 1), სიკეირა (4), მირანდა (4), ანსალდი (3), ხ. ხიმენესი (2)
ნახ: სუარესი (6), თურანი (6, 1), გარსია (6, 2), კოკე (6, 2), გაბი (4), საული (3), ტიაგო (2), ჩერჩი (2, 1), როდრიგესი (2)
თავ: მანჯუკიჩი (6, 5), გრიზმანი (5, 2), რ. ხიმენესი (1)

შენიშვნა: "ლევერკუზენი" გათამაშებაში საკვალიფიკაციო პლეი ოფიდან ჩაერთო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული