ენრიკეს თქმით, მესის მიერ ვერგამოყენებული პენალტი გუნდისთვის პრობლემას არ წარმოადგენს.
"ბარსელონამ" ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა, ბევრად ვაჯობეთ მეტოქეს. ჩვენი მიზანი მოგება იყო და ანგარიში დიდად არ გვანაღვლებდა.
არ უნდა დაგვავიწყდეს "მანჩესტერ სიტის" დონე. ამიტომ არ უნდა მოვეშვათ. ყველა ჩემი ფეხბურთელით კმაყოფილი ვარ.
შეუძლებელია, პენალტი ყოველთვის გაიტანო. ლიონელ მესის კვლავ აბსოლუტურად ვენდობით", - თქვა ენრიკემ.
მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით
ასევე იხილეთ:
სიტი-ბარსელონა 1:2 - ერთი თავით მაღლა