მანუელ პელეგრინი: 1:3-ის შემოტრიალება ალბათ შეუძლებელი იქნებოდა

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა მანუელ პელეგრინიმ "ბარსელონასთან" (1:2) ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"იმედგაცრუებულები ვართ, რადგან პირველ ტაიმში ცუდად ვთამაშობდით. შესვენების შემდეგ უკეთ ავთამაშდით და მეტოქის კართან საგოლე მომენტებიც შევქმენით, მაგრამ შეცდომები ჩვენც დავუშვით.

"ბარსელონას" პირველი გოლი ასევე ჩვენი შეცდომის წყალობით გავიდა, რამაც მეტოქეს უპირატესობა მისცა.

როგორც კი სიტუაციის გამოსწორება დაიწყო, მოედანზე 10 ფეხბურთელით დავრჩით. მაყურებელმა ორი განსხვავებული ტაიმი იხილა.

მეორე ტაიმში ჩემი გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ, თუმცა ანგარიშს რთულია, კარგი უწოდო. ახლა კი ბარსელონაში, მინიმუმ, ჩვენთვის
შესაფერის დონეზე უნდა ვითამაშოთ. თუ "სიტი" ერთიანი გუნდი იქნება, მაშინ შანსები გვექნება.

რა თქმა უნდა, ჰარტის მიერ მოგერიებული პენალტი ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემმა ფეხბურთელებმა უკეთესად უნდა აკონტროლონ ემოციები საჯარიმოში, თორემ 1:3-ის შემოტრიალება, ალბათ, შეუძლებელი იქნებოდა", - თქვა პელეგრინიმ.

მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით


ასევე იხილეთ:
სიტი-ბარსელონა 1:2 - ერთი თავით მაღლა სუარესი და მესია [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული