არსენ ვენგერი: ეს ღამე "არსენალისთვის" საშინელი იყო

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა Sky Sport-ს ინტერვიუ მისცა. ფრანგმა მწვრთნელმა 25 თებერვალს ჩემპიონთა ლიგაზე მისი გუნდის "მონაკოსთან" მარცხზე (1:3) გააკეთა კომენტარი.

"გასული ღამე ჩვენთვის საშინელი იყო, თუმცა "მონაკოს" ვულოცავ. მათ იბრძოლეს, თავი კარგად დაიცვეს და საბოლოოდ გაგვტეხეს კიდეც.

ორ მთავარ ასპექტში მოვიკოჭლებდით - საგოლე მომენტები ვერ გამოვიყენეთ, დაცვაში კი კატასტროფულად ვითამაშეთ. პირველი ტაიმის შემდეგ ვხვდებოდით, რომ მთავარი სიმშვიდის შენარჩუნება იყო. თამაშს კარგად ვაკონტროლებდით.

მეტოქეს რაც შეეხება, პირველივე დარტყმა გოლად აქცია. "მონაკოს" ყველაფერი გამოსდიოდა.

დამნაშავეები ვართ, რადგანაც 1:2-ზე მეტოქეს
ჩვენსავე ნახევარზე თავისუფლად მოქმედების საშუალება მივეცით, შედეგად კი მესამე გოლი მივიღეთ.

ახლა მძიმე ამოცანის წინაშე ვდგავართ. მესამე გოლმა საქმე მეტად გაგვირთულა. ვნახოთ, რა გამოგვივა.

ძალიან, ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგა ის ტურნირია, რომელზეც თუ მზად არ ხარ მთელი 90 წუთი მაღალ დონეზე ჩაატარო, აუცილებლად დაისჯები. რა მოხდა ჩვენს შემთხვევაში? "არსენალს" სწორედ ეს დაემართა", - განაცხადა "არსენალის" თავკაცმა.

ასევე იხილეთ:
არსენალი-მონაკო 1:3 - არსენის თოფმა ვერ გაისროლა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული