არსენალი-მონაკო. გამოხმაურება: ვენგერის თვითმკვლელობა

AutoSharing Option
AUTO PLAY
"არსენალმა" "მონაკოსთან" ძალიან უცნაურად ითამაშა და ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე მთავარი სენსაცია გამოაცხო. "მეთოფეებმა" 1:3 წააგეს და ახლა მინიმუმ, სამი გოლი აქვთ გასატანი "ლუი მეორეზე" - როგორი საქმეა, როცა "მონაკოს" კარში 3-ის კი არა, ერთი გოლის გატანაც ჭირს.

არსენ ვენგერმა თავისი გუნდის დაცვაში თამაშს "სუიციდური" უწოდა, რაც სიმართლესთან ძალიან ახლოსაა:

"ასეთი შეცდომების დაშვება, უბრალოდ, არ შეიძლება და მეტოქეს ასეთი გოლები არ უნდა გაატანინო. საკუთარ შანსებს ვერ ვიყენებდით, ხოლო დაცვაში სუიციდურად ვითამაშეთ" - განაცხა
და ვენგერმა.

მუსიე არსენისადმი უკმაყოფილება ბოლო პერიოდში იზრდება და იზრდება და ეს მარცხი, შესაძლოა, მას ძალიან ძვირად დაუჯდეს. თუ "არსენალი" პრემიერლიგაშიც ვერ მოიპოვებს ჩემპიონთა ლიგის საგზურს, რაც თავისუფლად შეიძლება მოხდეს, იქაურ კონკურენციას და "მეთოფეების" არასტაბილურობას თუ გავითვალისწინებთ, "მონაკოს" ყოფილი მწვრთნელისა და "მეთოფეების" განშორების რეალური შანსი გაჩნდება.

ექსარსენალელმა მარტინ კიოუნმა აღნიშნა, გუნდს პროფესიონალიზმი აკლდა და გამოუცდელ კლუბებს რომ ახასიათებთ, ისეთ შეცდომებს უშვებდაო. მართალიც არის, ეს ყველაზე უკეთ ბოლოს გამოჩნდა, როდესაც "მეთოფეებმა" 91-ე წუთზე რის ვაი-ვაგლახით გაიტანეს, სხვაობა შეამცირეს და 1:2-ზე მეტ-ნაკლებად ხელჩასაჭიდი შანსი გაიჩინეს, მაგრამ... კიდევ მოასწრეს გაშვება.

"მონაკოს" მთავარი მწვრთნელი ლეონარდო ჟარდიმი: "ამ ანგარიშს და შედეგის ვერავინ წარმოიდგენდა, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით და ჩემი ბიჭებით ძალიან ამაყი ვარ. ფეხბურთი გუნდური სპორტია და ეს გუნდური გამარჯვება იყო.

ვიცით, რომ ინდივიდუალურ ოსტატებს დიდი მნიშვნელობა აქვს და მეტოქეს სრულიად ვარსკვლავური შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ ძალიან გუნდურად, ორგანიზებულად ვითამაშეთ. თუმცა ჯერ მხოლოდ გზის ნახევარია გავლილი, ყველაფერი გადაწყვეტილი სულაც არ არის, რთული საპასუხო მატჩი გველოდება".

"ეს დიდი წარმატებაა და ჩვენ ეს დავიმსახურეთ, რადგან ძალიან მონდომებულნი ვიყავით. ალბათ, მხოლოდ ფეხბურთელებს და მწვრთნელს თუ წარმოედგინათ, რომ ეს შესაძლებელი იყო, რადგან ვიცით რა კარგი გუნდი გვყავს და რამდენი ნიჭიერი ახალგაზრდაა აქ, გამოცდილ მოთამაშეებთან ერთად. ეს დიდი ნაბიჯია, მაგრამ გადაწყვეტილი ჯერ არაფერია" - ეს ვეტერანი ბულგარელი ფორვარდის და "მეთოფეთა" კარში ერთ-ერთი გოლის ავტორის, დიმიტარ ბერბატოვის სიტყვებია.

ბულგარელი თავისი სიზარმაცით ცნობილია და ხშირად მინდორზე დალასლასებს, მოძრაობაც ეზარება ხოლმე. ბოლო წლებში ბერბატოვს მოტივაციის ნაკლებობას ხშირად ედავებიან და ეს მშვენივრად გამოიყენა ჯეიმი კარაგერმა, რომელიც როგორც ყოველთვის, ხუმრობის ხასიათზე გახლდათ და სოციალურ ქსელში "არსენალის" საქილიკო სტატუსებს დებდა. ყველაზე სახალისო ეს გახლდათ:

"როდესაც ბერბატოვი ამბობს, რომ შენზე მეტად უნდოდა მოგება, ესე იგი, პრობლემები გაქვს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
რომელია ვარსკვლავი არსენალში ერთი მითხარიოთ რა - რა ტრანსფერებს აკეთებენ - 18-19 წლის ღლაბუცებით მოიგებ რამეს?
brola
13:15 27-02-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული