* მიუნხენის "ბაიერნს" დისკვალიფიკაციის გამო არ ეყოლება ჩაბი ალონსო.
* ამ უქმეებზე "ბაიერნმა" სტუმრად 3:1 დაამარცხა "ჰანოვერი" (ჩაბი ალონსო, მიულერი 2).
* ამ უქმეებზე "შახტარი" ხარკოვის "მეტალისტს" დაუზავდა - 2:2 (სრნა, ლუის ადრიანო).
ხოსეპ გვარდიოლას ეჭვიც კი არ ეპარება, რომ საპასუხო მერვედფინალი "ბაიერნისთვის" სასურველი ანგარიშით დამთავრდება, მაგრამ უიმედობა არც დონეცკის "შახტარის" ბანაკშია.
მიუნხენის "ბაიერნი" და დონეცკის "შახტარი" უკრაინულ მატჩამდე ერთმანეთს არასოდეს შეხვედრიან. ახლაც ყველაფერი თავიდან იწყება, რადგან პირველი შეხვედრა 0:0 დასრულდა, მაგრამ ჩემპიონთა
ხოსეპ გვარდიოლა (ბაიერნი): "ძალიან ოპტიმისტურ განწყობაზე ვარ. ყოველთვის ვამბობდი, რომ ამ წყვილში გამარჯვებული ჩვენ დავრჩებით და ახლაც ამავე აზრის ვარ. არადა, დონეცკელებს ძალიან კარგი გუნდი ჰყავთ, მათი ძალიან ბევრი ფეხბურთელი წარმატებული იქნებოდა გერმანიაში. "შახტარის" სტილი, სწრაფი კონტრშეტევებით და ინდივიდუალური გარღვევებით, ამ გუნდს ბუნდესლიგის ერთ-ერთ ფავორიტს გახდიდა, გერმანიაში რომ თამაშობდეს.
როცა "ბარსელონაში" ვიყავი, ბევრჯერ ვეთამაშეთ და მხოლოდ ერთხელ ვაჯობეთ აშკარად. მათ ჯერ კიდევ ის მწვრთნელი ჰყავთ და ბევრი ფეხბურთელიც ადგილზეა.
მეტოქის სიძლიერის გათვალისწინებით, პირველი მატჩით კმაყოფილი დავრჩი. მეტოქემ მხოლოდ ერთი მომენტი შექმნა. უნდა მოვიგოთ, სხვა შემთხვევაში, ჩემპიონთა ლიგას ვემშვიდობებით.
მართალია, "შახტარიც" იმსახურებს მეოთხედფინალში გასვლას, მაგრამ ადგილი ერთია და "შახტართან" ბოდიში, ჩვენ უნდა გავიდეთ".
მირჩა ლუჩესკუ (შახტარი): "არ არსებობს მწვრთნელი, რომელსაც შეეძლოს ზუსტად განსაზღვრა, რა შეიძლება მოხდეს წინასწარ, მაგრამ ვიცი, რომ 70 ათასი გულშემატკივარი ძალიან კარგ თამაშს დაესწრება. "ბაიერნს" ძალიან კარგი ფეხბურთელები ჰყავს, გუნდიც ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპაში, მაგრამ ყოველთვის ძლიერი არ იმარჯვებს. რასაც გვარდიოლა "ბაიერნში" აკეთებს, დასაფასებელია.
ასეთი მაღალი დონის მწვრთნელს ხშირად არ შევხვედრივარ. ჩვენ ერთმანეთს დიდი ხანია, ვიცნობთ. ამიტომ გაგვიჭირდება ერთმანეთის გაკვირვება. უკრაინაში სიტუაცია რთულია და ეს ფეხბურთელებზე მოქმედებს, მაგრამ ჩვენ ყველაფერს უნდა გავუმკლავდეთ, მოედანზეც და მის გარეთაც".
11 მარტი. მიუნხენი (გერმანია). "ალიანც არენა". 23:45
ბაიერნი-შახტარი
პირველი თამაში: 0:0
დისკვალიფიკაცია: ჩაბი ალონსო (ბაიერნი)
ტრავმა: ხავი მარტინესი, ლამი, ტიაგო ალკანტარა - ბერნარდი, კრივცოვი (?), ორდეცი (?)
სავარაუდო შემადგენლობები
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - რაფინია, ბოატენგი, ბადშტუბერი, ბერნატი - შვაინშტაიგერი, ალაბა - რობენი, მიულერი, რიბერი - ლევანდოვსკი
შახტარი (4-1-4-1): პიატოვი - სრნა, კუჩერი, რაკიცკი, შევჩუკი - სტეპანენკო - დუგლას კოშტა, ფერნანდო, ა. ტეიშეირა, ტაისონი - ლუის ადრიანო
მსაჯი: უილიამ კოლამი (შოტლანდია)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"