რეალი-შალკე 3:4 - სასწაულთან ახლოს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ამ გუნდების პირველი მატჩის შემდეგ აღვნიშნეთ, რომ წყვილში ყველაფერი გარკვეული იყო და მომდევნო ეტაპზე მადრიდის "რეალი" ითამაშებდა.

საბოლოოდ, სწორედ ასე მოხდა, მაგრამ ნამდვილად ვერ დავიჩემებთ, რომ ჩვენი პროგნოზი გამართლდა - იმას, რაც "სანტიაგო ბერნაბეუზე" მოხდა, არავინ ელოდა და რთულად წარმოსადგენი იყო.

ბრწყინვალე შეხვედრა შვიდი გატანილი გოლით, უამრავი სახიფათო მომენტით და რაც მთავარია, ინტრიგით მსაჯის საფინალო სასტვენამდე. "შალკე" ძალიან ახლოს იყო, რომ სასწაული მოეხდინა, "რეალისთვის" მეხუთე გოლი გაეტანა და მეოთხედფინალის საგზური მოეპოვებინა.

დიახ, ანგარიში 4:3 იყო გერმანელთა სასარგებლოდ, დრო იწურებოდა და
მადრიდელთა კართან კიდევ იქმნებოდა სახიფათო მომენტები; ერთ ეპიზოდში, იკერ კასილიასმა ივაჟკაცა, ნახტომში აიღო ბურთი და თავისი გუნდი ნამდვილ კატასტროფას გადაარჩინა.

ეს იყო მატჩი, რომელმაც კიდევ ერთხელ გვიჩვენა, რომ ფეხბურთში პროგნოზების კეთება უმადური საქმეა და სპორტის უპირველეს სახეობაში მართლაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ეს იყო მატჩი, რომლის შემდეგაც მადლობა ეკუთვნის ორივე გუნდს, რომ ერთი შეხედვით, ფორმალობად ქცეული მატჩი საფეხბურთო დღესასწაულად აქციეს.

აღსანიშნავია, რომ კრიშტიანო რონალდომ რაულ გონსალესის რეკორდი დაამხო და 78 გოლით ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი. საპასუხო მატჩი
რეალი-შალკე 3:4
პირველი მატჩი 2:0
გოლები: 0:1 ფუხსი (20), 1:1 რონალდო (25), 1:2 ჰუნტელაარი (40), 2:2 რონალდო (45), 3:2 ბენზემა (52), 3:3 სანე (57), 3:4 ჰუნტელაარი (84).
რეალი (4-3-3): კასილიასი - არბელოა (58. ნაჩო), პეპე, ვარანი, ფ. კოენტრაო (58. მარსელო) - ხედირა (58. მოდრიჩი), კროოსი, ისკო - ბეილი, რონალდო, ბენზემა
შალკე (3-5-2): ველენროიტერი - ნასტასიჩი, ჰიოვედესი, მატიპი - ბარნეტა (81. უჩიდა), მაიერი, ჰიოგერი (57. გორეტცკა), ნოიშტადტერი, ფუხსი - ჩუპო-მოტინგი (29. სანე), ჰუნტელაარი
გაფრთხილება: კოენტრაო, რონალდო (რეალი)
კუთხური: 5-7; ჯარიმა: 4-7; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 12-17(9-10); ბურთის ფლობა: 51%-49%
მაყურებელი: 70 000

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
CR7 კრისტიანო მაგარია...გერმანელების დეადაც
eduard
06:14 11-03-2015
0
ნაღდად გათვლილი იყო ტოტალიზატორზე!!!
datiko48
07:47 11-03-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული