იკერ კასილიასი: ეს სიმართლეა, ჩვენ ფსკერზე დავეშვით

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მეკარემ, იკერ კასილიასმა გელზენკირხენის "შალკესთან" (3:4) ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალური მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"ეს სიმართლეა, ჩვენ ფსკერზე დავეშვით, მაგრამ ამაში ერთადერთი დადებითი ის არის, რომ მომდევნო კვირას წილისყრაში ვიღებთ მონაწილეობას და შეგვიძლია ბოლო 10 დღე დავივიწყოთ, რომელიც დრამატიზმით იყო სავსე.

უნდა გავერთიანდეთ და ფანების კრიტიკის შინაარსი გავიაზროთ, რადგან ამ ტურნირზე ჩვენი თამაში "რეალის" სტანდარტებს არ შეესაბამებოდა.

მომავალზე უნდა ვიფიქროთ და წარსულში აღარ უნდა ჩავიხედოთ.

ჩემი შეცდომები? ჩემი აზრით, დამნაშავე ყოველთვის მეკარეა. ეს ჩემი საუკეთესო თამაში არ იყო,
მაგრამ ახლა ამაზე ფიქრის დრო არაა", - თქვა კასილიასმა.

მომზადებულია AS-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:
რეალი-შალკე 3:4 - სასწაულთან ახლოს [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
ძაან მაგარი კაცია რა... ერთი სეივით გააკეთა თავისი საქმე. ცუდია, რომ ასეთი მეკარე მაინცდამაინც რეალში თამაშობს... გუნდში, რომელსაც ფული და შამპუნის რეკლამები აერთიანებს...
Lasha
12:03 11-03-2015
0

სიახლეები პოპულარული