რეალობა სხვაგვარი გამოდგა - მიუნხენურმა გიგანტმა გადაურბინა უკრაინულ გუნდს და შვიდი უპასუხო გოლი გაუტანა მეტოქეს.
"ბაიერნი" რომ გაცილებით ძლიერი გუნდია, ეს მატჩამდეც ვიცოდით და თამაშის დროსაც ნათლად გამოჩნდა, მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ასეთი უთანასწორო პაექრობა მატჩის არბიტრის ერთმა არასწორმა გადაწყვეტილებამაც განაპირობა...
მატჩის მესამე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც ალექსანდრ კუჩერმა მეტოქის შემტევი საჯარიმოში მოცელა და რეფერიმ ხელი თერთმეტმეტრიანის ნიშნულისკენ გაიშვირა. პენალტი უდავო იყო და აქ საკამათო არაფერია, მაგრამ წითელი ბარათი კი აშკარად გადამეტებული სასჯელი გახლდათ.
დიახ, შოტლანდიელმა არბიტრმა ვილიამ კოლუმმა კუჩერი გააძევა, "შახტარი" ათი ფეხბურთელით დატოვა და ნათელი გახდა, რომ "ბაიერნი" მომდევნო ეტაპზე განსაკუთრებული პრობლემების გარეშე გავიდოდა.
თომას მიულერმა თერთმეტმეტრიანი გოლად აქცია, შემდეგ კი მიეწყო და მიეწყო - მიუნხენელებმა დონეცკელთა კარში ყველა გემოვნების გოლი გაიტანეს.
მიუნხენის "ბაიერნი" ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების მეოთხედფინალში იასპარეზებს და უდავოა, რომ ხოსეპ გვარდიოლას გუნდი ტურნირის ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტია.
ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი. საპასუხო მატჩი
ბაიერნი-შახტარი 7:0
პირველი მატჩი 0:0
გოლები: 1:0 მიულერი (4-პენ.), 2:0 ბოატენგი (34), 3:0 რიბერი (49), 4:0 მიულერი (51), 5:0 ბადშტუბერი (63), 6:0 ლევანდოვსკი (75), 7:0 გიოტცე (87)
ბაიერნი (4-3-1-2): ნოიერი - რაფინია, ბოატენგი, ბადშტუბერი (67. დანტე), ალაბა - რობენი (19. როდე), შვაინშტაიგერი, რიბერი (59. ბერნატი) - გიოტცე - მიულერი, ლევანდოვსკი
გაფრთხილება: ბოატენგი, ბადშტუბერი (ბაიერნი)
გაძევება: კუჩერი (3. შახტარი)
კუთხური: 8-4; ჯარიმა: 15-5; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 21-3 (13-0); ბურთის ფლობა: 66%-34%
მაყურებელი: 75 000
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
გერმანელი არის ნაგლი და ფეხებზე კიდია შენი ადამიანობა. ამიტომ გერმანელი უნდა გამორთო აღარ უნდა ჩართო.