ლორან ბლანი: ზლატანის გაძევება ჩვენთვის ზურგში მახვილის ჩარტყმა იყო

AutoSharing Option
"პარი სენ-ჟერმენის" მთავარმა მწვრთნელმა ლორან ბლანმა ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის საპასუხო მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

11 მარტს, ლონდონში "ჩელსისთან" გამართული დრამატული შეხვედრა მისმა გუნდმა დამატებით დროში, ანგარიშით 2:2 დაასრულა, რითაც ორი მატჩის ჯამში გამარჯვება მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ მსაჯმა პარიზელებს 31-ე წუთზე ზლატან იბრაჰიმოვიჩი გაუძევა.

"ეს დიდი ბედნიერებაა. მოთამაშეები კარგად იყვნენ მომზადებულნი და ბრწყინვალედ გაისარჯნენ. მათ პირველიდან ბოლო წუთამდე შესანიშნავი თამაში აჩვენეს.

ზლატანის გაძევება ჩვენთვის ზურგში მახვილის ჩარტყმა იყო, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ამან გუნდი კიდევ უფრო შეაკავშირა.

ცოტა არ იყოს, გიჟური თამაში
ჩავატარეთ და კარგი წარმოდგენა დავდგით. დავყურებ სტატისტიკას და ვხედავ, რომ ჩვენ ბურთის ფლობის მხრივ "ჩელსისთან" თითქმის თანაბარი მაჩვენებლები გვაქვს. ამასთან, უფრო მეტი პასი გავაკეთეთ და მოვაწოდეთ მეტი კუთხური. ათი კაცით 11-ის წინააღმდეგ საკმაოდ ეფექტურად გავისარჯეთ.

ეს ჩემი გუნდისა და ყველა ფრანგი გულშემატკივრისთვის დაუვიწყარი საღამოა. ჩვენ რაღაც არაჩვეულებრივი შევძელით, თუმცა ჯერ არაფრისთვის მიგვიღწევია", - აქვეყნებს ბლანის ნათქვამს infosport-ი.

ასევე იხილეთ:
ჩელსი-პსჟ 1:1 (2:2 დ.დ.) - მოურინიო დაცვამ დაღუპა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული