ზლატან იბრაჰიმოვიჩი: "ჩელსის" ფეხბურთელები ბავშვებივით მოიქცნენ

AutoSharing Option
"პარი სენ-ჟერმენის" შვედმა თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის საპასუხო მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

11 მარტს ლონდონში "ჩელსისთან" გამართული დრამატული შეხვედრა პარიზულმა გუნდმა დამატებით დროში, ანგარიშით 2:2 დაასრულა, რითაც ორი მატჩის ჯამში გამარჯვებული გამოვიდა. აღსანიშნავია, რომ ამ თამაშში მსაჯმა 31-ე წუთზე იბრაჰიმოვიჩი გააძევა და პსჟ უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა.

"როდესაც ცხვირწინ წითელი ბარათი დავინახე, მაშინვე ის გავიფიქრე - ამ ბიჭმა არ იცის, რას აკეთებს, აშკარად რაღაც სხვა დაინახა-მეთქი.

მაგრამ კიდევ უარესი იყო ის, თუ როგორ მოიქცნენ იმ ეპიზოდში "ჩელსის" ფეხბურთელები. 11-ვე
ბავშვივით შემომეხვია გარს. ის კი აღარ ვიცი, სად მოვარტყი ფეხი ოსკარს და სიმულანტობდა თუ არა ის შეჯახების შემდეგ. ეს არცაა მთავარი...

ჩვენ მოვიგეთ, გავედით შემდეგ ეტაპზე. ბრწყინვალედ გავისარჯეთ, მით უმეტეს, რომ კაცნაკლულებს ოვერტაიმში მოგვიხდა თამაში. საკადრისი უნდა მივაგოთ ბიჭებს, რომლებმაც მთელი გული ჩადეს ამ შეხვედრაში და უმაღლესი ოსტატობა აჩვენეს", - აქვეყნებს შვედი ფორვარდის ნათქვამს Goal.com-ი.

ასევე იხილეთ:
ჩელსი-პსჟ 1:1 (2:2 დ.დ.) - მოურინიო დაცვამ დაღუპა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
მაურინიოს რა DDDDDDDDDDDDDDDDDDDD ...........
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული