მირჩა ლუჩესკუ: წითელმა ბარათმა "შახტარის" სათამაშო გეგმა გაანადგურა

AutoSharing Option
11 მარტს, ჩემპიონთა ლიგის განმეორებით მერვედფინალურ შეხვედრაში, მიუნხენის "ბაიერნმა" საკუთარ მოედანზე დონეცკის "შახტარი" ანგარიშით 7:0 დაამარცხა. შეხვედრის მესამე წუთზე დონეცკელებს ფეხბურთელი გაუძევეს, რამაც მეტწილად განაპირობა მათი ასეთი კატასტროფული მარცხი. მატჩის შემდეგ კომენტარი "შახტარის" თავკაცმა მირჩა ლუჩესკუმ გააკეთა.

"ნაადრევმა წითელმა ბარათმა ჩვენთვის ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ალექსანდრ კუჩერის გაძევების შემდეგ ჩვენთვის ეს თამაში დასრულდა. თითქმის მთელი 90 წუთი კაცნაკლულებმა გავატარეთ. გუნდმა ვეღარ შეძლო თავისი გეგმის განხორციელება.

ყველა სათამაშო ასპექტი დავთმეთ. ეს თამაში წავაგეთ, მეტი არაფრის თქმა შემიძლია. გული იმაზე მწყდება, რომ ასეთი
ანგარიშით დავმარცხდით. მიუნხენელებს მეოთხედფინალში გასვლას ვულოცავ, "ბაიერნი" მენტალურად ძალიან ძლიერი იყო", - უთხრა უკრაინელთა თავკაცმა UEFA.com-ს.

ასევე იხილეთ:
ბაიერნი-შახტარი 7:0 - სრული განადგურება [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 2 /
shaxtaris mcvrtneli dzalian magari kaciaaa gvardiolam gasaketebeli amis shemdegac unda gaketosss sxva magari...........gundebtann
vako
19:51 12-03-2015
0
მე ბაიერნის ბალესჰიკივარ მაგრამ გული დამცყდა ესეტი ანგარისჰიტ რო მოიგესს რეალტან ან ბარსასტან რო მოპიგებენ ის გამიხარდებაა
vako
19:48 12-03-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული