11 მარტს, ჩემპიონთა ლიგის განმეორებით მერვედფინალურ შეხვედრაში, მიუნხენის "ბაიერნმა" საკუთარ მოედანზე დონეცკის "შახტარი" ანგარიშით 7:0 დაამარცხა. შეხვედრის მესამე წუთზე დონეცკელებს ფეხბურთელი გაუძევეს, რამაც მეტწილად განაპირობა მათი ასეთი კატასტროფული მარცხი. მატჩის შემდეგ კომენტარი "შახტარის" თავკაცმა
მირჩა ლუჩესკუმ გააკეთა.
"ნაადრევმა წითელმა ბარათმა ჩვენთვის ყველაფერი თავდაყირა დააყენა.
ალექსანდრ კუჩერის გაძევების შემდეგ ჩვენთვის ეს თამაში დასრულდა. თითქმის მთელი 90 წუთი კაცნაკლულებმა გავატარეთ. გუნდმა ვეღარ შეძლო თავისი გეგმის განხორციელება.
ყველა სათამაშო ასპექტი დავთმეთ. ეს თამაში წავაგეთ, მეტი არაფრის თქმა შემიძლია. გული იმაზე მწყდება, რომ ასეთი
ანგარიშით დავმარცხდით. მიუნხენელებს მეოთხედფინალში გასვლას ვულოცავ, "ბაიერნი" მენტალურად ძალიან ძლიერი იყო", - უთხრა უკრაინელთა თავკაცმა UEFA.com-ს.
ასევე იხილეთ: ბაიერნი-შახტარი 7:0 -
სრული განადგურება [VIDEO]