ხოსეპ გვარდიოლა: პირველად ჩემს კარიერაში, მოედანზე 5 თავდამსხმელი გავიყვანე

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ დონეცკის "შახტართან" (7:0) ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალური მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"რა თქმა უნდა, კმაყოფილები ვართ. რაოდენობრივი უპირატესობა ცოტა დაგვეხმარა.

პირველად ჩემს კარიერაში, მოედანზე 5 თავდამსხმელი გავიყვანე. პირველ შეხვედრაში დონეცკელების დაცვას ვერ გავუმკლავდით, ამიტომ საპასუხო მატჩში რობენი და რიბერი ნახევარდაცვაში დავაყენე, ხოლო ლევანდოვსკი და მიულერი - თავდასხმაში.

თამაშს ვაკონტროლებდით, მაგრამ არც "შახტარი" თამაშობდა ცუდად თავდასხმაში.

არ დავეთანხმები იმ აზრს, რომ გაძევების შემდეგ მატჩი დასრულდა. ჩემპიონთა ლიგაში იოლი არასდროს არის", - თქვა გვარდიოლამ.

მომზადებულია uefa.com-ის
მიხედვით

ასევე იხილეთ:

ბაიერნი-შახტარი 7:0 - სრული განადგურება [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული