დორტმუნდი VS იუვენტუსი - მოუგე იტალიელს, რომელსაც ფრე აწყობს

AutoSharing Option
* პირველ შეხვედრაში ტურინში "იუვენტუსმა" 2:1 იმარჯვა. იტალიელთა გოლები კარლოს ტევესმა და ალვარო მორატამ გაიტანეს, გერმანული გუნდის გოლი მარკო როისის ანგარიშზეა.
* "დორტმუნდი" ზედიზედ მესამე სეზონია, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გადის.
* "იუვენტუსს" ბოლო 11 მატჩში არ წაუგია, აქედან შვიდში კი იმარჯვა.

დორტმუნდის "ბორუსიას" ჩემპიონთა ლიგაზე საშინაო რეკორდი "იუვენტუსთან" საშინელი აქვს - 100%-იანი წაგება. ასე კი იურგენ კლოპის გუნდი ვერ გაფრინდება, გერმანელებს თავიანთი სტატისტიკის გამოსწორება დასჭირდებათ, რათა "ბებერი ქალბატონი" გაიარონ. სხვათა შორის, ბევრ ექსპერტს ეს სულაც არ ეჩვენება შეუძლებლად.

მაგრამ "დორტმუნდის"
ფანებს ურჩევნიათ, სულ სხვა რამ გაიხსენონ წარსულიდან - 1996/97 წლების სეზონში ლიგის ფინალში სწორედ ეს ორი კლუბი შეხვდა. მაშინ ჰიტცფელდის "დორტმუნდმა" დღემდე ერთადერთი ევროტიტული მოიპოვა.

18 წლის წინათ გერმანელებმა ყველა გააოცეს, როცა 3:1 იმარჯვეს. მესამე გოლი ლარს რიკენმა გაიტანა, რომელიც ახლა ახალგაზრდული გუნდის კოორდინატორია, ხოლო შეცვლაზე მიხაელ ცორკი შევიდა, "ბორუსიას" ახლანდელი სპორტული დირექტორი. კარლ-ჰაინც რიდლემ კი დუბლი შეასრულა.

იურგენ კლოპი (დორტმუნდი): "ერთ-ერთი უმძიმესი ამოცანა გვაქვს გადასაჭრელი - უნდა მოვუგოთ იტალიელებს, რომელთაც ფრეც აძლევთ ხელს. ჩვენ მზად ვართ. "იუვე" უაღრესად გამოცდილი, ჭკვიანი გუნდია, მაგრამ ის არ არის დაუმარცხებელი. მშვიდად და მეთოდურად უნდა მივუდგეთ საქმეს, ბოლოს და ბოლოს, 1:0 გვყოფნის. როცა ლიგის ამ ეტაპზე ხარ, ორი შეხვედრიდან ერთი მაინც უნდა ჩაატარო ბრწყინვალედ. ტურინში ბრწყინვალე მატჩი არ გვქონდა, მას დორტმუნდში ველით".

მასიმილიანო ალეგრი (იუვენტუსი): "რა თქმა უნდა, 2:1 ცუდი შედეგი არ არის, მაგრამ ძალიან მძიმე მატჩი გველის. საინტერესო მატჩი გველის, რომელიც არ უნდა დასრულდეს 0:0. დარწმუნებული ვარ, გოლს გავიტანთ, შესაძლოა, ორსაც. ჯერ არ გადამიწყვეტია, სამი მცველით ვითამაშებთ თუ ოთხით".

18 მარტი. დორტმუნდი (გერმანია). სიგნალ იდუნა პარკი. 23:45
დორტმუნდი-იუვენტუსი
პირველი თამაში 1:2
დისკვალიფიკაცია:არავინ
ტრავმა: გროსკროიტცი, პიშჩეკი, გინტერი (?), შაჰინი (?) - ასამოა, კასერესი, პირლო, რომულო, სტურარო, დე ჩელიე
სავარაუდო შემადგენლობები
დორტმუნდი (4-2-3-1): ვაიდენფელერი - კირხი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი - ბენდერი, გიუნდოგანი - ბლაშჩიკოვსკი, კამპლი, როისი - ობამეიანგი
იუვენტუსი (4-3-1-2): ბუფონი - ლიხტშტაინერი, ბონუჩი, კიელინი, ევრა - მარკიზიო, პოგბა, ვიდალი - პერეირა - ტევესი, მორატა
მსაჯი: მილორად მაჟიჩი (სერბეთი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ფორცა იუვეეეეეე
baggio
21:37 18-03-2015
0
ოცნებას არავინ მოუკლავს, მაგრამ იტალიური ფეხბურთი რომ ფარჩაკია დღეს ამაგამ დავწმუნდებით, ალლეს მარკო!
badri
19:16 18-03-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული