02:03 19-03-2015
დორტმუნდი-იუვენტუსი 0:3 - საფეხბურთო გაკვეთილი [VIDEO]
AutoSharing Option
იტალიურმა გრანდმა საფეხბურთო გაკვეთილი ჩაუტარა მეტოქეს და ნათლად დაგვანახვა, რომ დღეს "იუვე" "ბორუსიაზე" გაცილებით ძლიერი გუნდია.
მატჩი სულ რაღაც სამი წუთის დაწყებული იყო, როდესაც კარლოს ტევესმა ბურთი საჯარიმოს მისადგომებთან მიიღო, ერთი გახედა კარს და ადგილიდან, გარბენის გარეშე უძლიერესად დაარტყა, რასაც ულამაზესი გოლი მოჰყვა - 0:1.
დარტყმა ისეთი გამოვიდა, რომ დორტმუნდელთა მეკარის გამტყუნება რთულია და ეს მიუხედავად იმისა, რომ გოლი ახლო კუთხეში გაუშვა.
ტაიმის შუაწელს პოლ პოგბა დაშავდა და მასიმილიანო ალეგრიმ მის ნაცვლად თამაშში ანდრეა ბარძალი ჩართო - შედეგად, "იუვენტუსის" ტაქტიკა 4-3-1-2-დან 3-5-2-ზე გადაეწყო და ბუნებრივია, ეს სქემა თავდაცვისას 5-3-2-ზე გარდაიქმნებოდა.
მოკლედ, ალეგრიმ ორივე ტაქტიკური მონახაზი გამოიყენა და მთლიანობაში, აშკარად დაჩაგრა მისი ვიზავი.
მეორე ნახევარში ტურინელებმა მეტოქეს ბურთი გაუგორეს, შეიძლება თამამად ითქვას, რომ დაუმალეს და ანგარიში გამანადგურებელი გახადეს. 70-ე წუთზე სტუმრებმა ბრწყინვალე კონტრიერიში გამოაცხვეს, რომელშიც კლაუდიო მარკიზიომ, კარლოს ტევესმა და ალვარო მორატამ მიიღეს მონაწილეობა, გოლი კი სწორედ ესპანელმა შეაგდო - 0:2.
საბოლოო წერტილი იმავე ტევესმა დასვა, რობერტო პერეირას პასი შეირგო და ბურთი ბადეში გაახვია - 0:3.
თამამად შეგვიძლია თქმა, რომ ტურინულმა გრანდმა მეტოქეს არც ერთი შანსი არ მისცა - ხეირიანად ერთხელაც არ დაარტყმევინა ჯანლუიჯი ბუფონის კარის მიმართულებით, თვითონ კი მეტის გატანაც შეეძლო.
კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ ეს იყო საფეხბურთო მასტერკლასი, გაკვეთილი, რომელიც "ბორუსიამ" და პირადად იურგენ კლოპმა გაცილებით ძლიერი მეტოქისგან მიიღეს და თანაც ისე, რომ მოედანზე იტალიელთა მთავარი მაესტრო, ანდრეა პირლო არ იყო.
"იუვე" წინ მიდის და თუ ასევე გააგრძელებს, მისი შეჩერება ყველას გაუჭირდება.
ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი. საპასუხო მატჩი
დორტმუნდი-იუვენტუსი 0:3 (1:2)
გოლები: 0:1 ტევესი (3), 0:2 მორატა (70), 0:3 ტევესი (79)
დორტმუნდი (4-2-3-1): ვაიდენფელერი - პაპასტატოპულოსი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი (46. კირხი) - გიუნდოგანი, ბენდერი (63. რამოსი) - მხითარიანი (63. ბლაშჩიკოვსკი), როისი, კამპლი - ობამეიანგი
იუვენტუსი (4-3-1-2): ბუფონი - ლიხტშტაინერი, ბონუჩი, კიელინი, ევრა - მარკიზიო, ვიდალი, პოგბა (27. ბარძალი) - პერეირა - ტევესი (81. პეპე), მორატა (73. მატრი)
გაფრთხილება: როისი (ბორუსია)
კუთხური: 5-4; ჯარიმა: 7-10; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 5-8 (2-6); ბურთის ფლობა: 55%-45%
მაყურებელი: 80 000
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
იუვე ჩემპიონია მემგონი დრო იტალის მოვიდა
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული