"სრულიად სამართლიანად ვეთიშებით ჩემპიონთა ლიგას, თუმცა ეს ტრაგედია არ არის, მარტო ჩვენ არ გამოვეთიშეთ ბრძოლას. ახლა შევძლებთ, გერმანიის ჩემპიონატსა და თასზე გადავიტანოთ ყურადღება. ეს მარცხი არ გვავნებს.
ვნახეთ, რომ "ბორუსია" არ იმსახურებს ჩემპიონთა ლიგაში ასპარეზობის გაგრძელებას.
გასულ წლებში გუნდები, რომლებიც გვიგებდნენ, ჩემპიონები ხდებოდნენ.
"იუვენტუსი" ძალიან ძლიერია. ისინი ჩვენთვის საკმაოდ ძლიერები გამოდგნენ. ტურინელები კარგად იცავენ თავს და შესანიშნავად გადადიან დაცვიდან შეტევაში. ამ გუნდს სუსტი
თუ "იუვენტუსის" ფეხბურთელებს ტრავმები არ ექნებათ, მათ შეუძლიათ, ჩემპიონთა ლიგა მოიგონ, მაგრამ აქვე მინდა ვთქვა, რომ დარჩენილი გუნდებიდან არ მგონია, ვინმემ მათ ისეთი თამაშის საშუალება მისცეს, როგორც ჩვენ მივეცით.
რთულია გაიტანო, როცა არ ურტყამ კარში. ზოგიერთი რამ სწორად გავაკეთეთ, მაგრამ როგორც კი მეტოქის სახიფათო ზონაში აღმოვჩნდებოდით, არაფერი გამოგვდიოდა.
მიზეზი, ალბათ, უფრო ჩვენშია, ვიდრე მეტოქის მცველებში. ვეცადეთ, მაგრამ ამით თავს ვერ გავიმართლებთ.
თუ კარში არ ურტყამ, გოლებიც არ იქნება. ეს ძველი საფეხბურთო წესია. ამაზე აუცილებლად უნდა ვიზრუნოთ", - თქვა კლოპმა.
მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით
ასევე იხილეთ:
დორტმუნდი-იუვენტუსი 0:3 - საფეხბურთო გაკვეთილი [VIDEO]