დღეს ჩემპიონთა ლიგისა და ევროპალიგის 1/4-ფინალების წილისყრაა

AutoSharing Option
დღეს, 20 მარტს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფას ჩემპიონთა ლიგისა და ევროპალიგის 1/4-ფინალური ეტაპის კენჭისყრა გაიმართება.

ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრა თბილისის დროით 15:00 სთ-იდან დაიწყება, ხოლო ევროპალიგის - 16:00 საათზე.

ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში ეს გუნდები დაწყვილდებიან: "ბარსელონა", "რეალი", "ატლეტიკო" (ყველა - ესპანეთი), "ბაიერნი" (გერმანია), "იუვენტუსი" (იტალია), პსჟ, "მონაკო" (ორივე - საფრანგეთი), "პორტუ" (პორტუგალია). შეგახსენებთ, ამ ეტაპზე წილისყრა ღიაა, ანუ ნებისმიერი წყვილი შეიძლება ვიხილოთ - დავუშვათ, "რეალი" "ბარსელონას" წინააღმდეგ.

ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური შეხვედრები 14-15 და 21-22 აპრილს გაიმართება, 1/2-ფინალური - 5-6 და 12-13
მაისს. ფინალი კი ბერლინში, 6 ივნისს ჩატარდება.

ევროპალიგის 1/4-ფინალში ეს გუნდები დაწყვილდებიან: "ნაპოლი", "ფიორენტინა" (ორივე - იტალია), "დნიპრო, "დინამო კ" (ორივე - უკრაინა), "სევილია" (ესპანეთი), "ვოლფსბურგი" (გერმანია), "ბრიუგე" (ბელგია) და "ზენიტი" (რუსეთი).

ევროპალიგის 1/4-ფინალური შეხვედრები 16 და 23 აპრილს გაიმართება, 1/2-ფინალური - 7 და 14 მაისს, ფინალი კი ვარშავაში, 27 მაისს ჩატარდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული