ამის შესახებ ინფორმაციას tass.ru რუსეთის სპორტის მინისტრის, ვიტალი მუტკოს სიტყვებზე დაყრდნობით ავრცელებს.
"აღმასრულებელმა კომიტეტმა ნაყოფიერად იმუშავა, სხვადასხვა ტურნირის რეგლამენტები განიხილა. კერძოდ, შემდეგი სეზონიდან ევროპის ლიგის გამარჯვებული ჩემპიონთა ლიგის შესარჩევ ეტაპში მონაწილეობის უფლებას მიიღებს. გარდა ამისა, ცოტა შეიცვალა ფინანსური ურთიერთობები. ეს იქნება კარგი როგორც ევროპის ლიგისთვის, ისე ჩემპიონთა ლიგისთვის", - თქვა მუტკომ.