"პარი სენ-ჟერმენს" "ბარსელონასთან" მატჩებში დავიდ ლუისი არც ეყოლება

AutoSharing Option
"პარი სენ ჟერმენს" ექიმებმა ცუდი ამბავი ამცნეს, დავიდ ლუისის ტრავმა კიდევ უფრო სერიოზული გამოდგა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანდა.

მედიკოსები ამბობენ, რომ ბრაზილიელს ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსელონასთან" ორივე მეოთხედფინალური მატჩის გამოტოვება მოუწევს.

27 წლის ლუისი "მარსელთან" "კლასიკის" დროს დაშავდა და შესაცვლელი გახდა, აქამდე კი ამბობდნენ, რომ მას მხოლოდ "ბარსასთან" პირველი შეხვედრის გამოტოვება მოუწევდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
უფრო ადვილად მოვიგებთ!!!
გენო
18:12 11-04-2015
0

სიახლეები პოპულარული