რაც მთავარია, ფრანგულ კლუბს არა ჰყავს ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რომელიც ოქროდ ფასობს...
პსჟ-ს მხოლოდ დისკვალიფიკაციის გამო არ ეყოლება ზლატანი, მარკო ვერატი და სერჟ ორიე. ორიე, ალბათ, არ არის დიდი დანაკარგი, მაგრამ პირველი ორი მართლაც საკვანძო ფიგურაა. თავის მხრივ, ლუის ენრიკეს დანი ალვეში აკლია იმავე მიზეზით.
სტატისტიკა
* ამ სეზონში პსჟ და "ბარსელონა" უკვე მესამედ ხვდებიან ერთმანეთს.* ჯგუფურ ეტაპზე პსჟ-მ შინ 2:1 მოუგო
* ჯგუფური ეტაპის მე-6 ტურში "ბარსელონამ" შინ 3:1 მოუგო პსჟ-ს. ზლატან იბრაჰიმოვიჩის გოლს მესიმ, ნეიმარმა და სუარესმა უპასუხეს.
* ჩემპიონთა ლიგაზე ეს გუნდები მესამედ ხვდებიან ერთმანეთს მეოთხედფინალურ ეტაპზე.
* პსჟ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში აქამდე მხოლოდ ერთხელ გავიდა.
* პსჟ-მ ევროთასებზე შინ ბოლოს 2006 წელს წააგო "ჰაპოელთან" - 2:4.
* მას მერე ფრანგულმა კლუბმა ევროასპარეზზე შინ 22 თამაში მოიგო და 11 ფრედ დაამთავრა.
* ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-მ ყველა ჯგუფური მატჩი მოიგო შინ, ხოლო პლეი ოფის პირველ ეტაპზე "ჩელსის" შინ ფრედ ეთამაშა.
* "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ზედიზედ მერვედ გავიდა, ეს რეკორდია.
* "ბლაუგრანას" რეკორდი ფრანგულ კლუბებთან სტუმრად ასე გამოიყურება: 3-3 მოგება, ფრე და წაგება.
* ბოლოს "ბარსამ" საფრანგეთში 2001 წელს მოიგო "ლიონთან" - 3:2. იმ თამაშში მონაწილეობდა ჩავი ერნანდესიც.
* 1996/97 წლების სეზონში ლორან ბლანი და ლუის ენრიკე ერთ გუნდში (ბარსელონა) თამაშობდნენ.
მატჩის წინ
ლორან ბლანი (პსჟ): "ხავიერ პასტორემ ბოლოს ძალზე მოუმატა, მას ხომ უდიდესი პოტენციალი აქვს. თუმცა მისი მესისთან შედარება არ შეიძლება. მესი, უბრალოდ, შეუჩერებელია. ჩვენ ვლაპარაკობთ ფეხბურთელზე, რომლისთვისაც სეზონში 40 გოლი ცუდი შედეგია. სამწუხაროდ, თამაშში მხოლოდ მესის განეიტრალებაზე ფიქრი არ მოგვიწევს. ინდივიდუალურად მისგან თავს კი დავიცავდით, მაგრამ "ბარსელონა" ძალიან სახიფათოა. საჭიროა კოლექტიური თამაში. დაცვაში ფრთხილად და ამავე დროს, აგრესიულად უნდა ვითამაშოთ".
ლუის ენრიკე (ბარსელონა): "პსჟ-ს სერიოზული დანაკარგები აქვს, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ მათ ზლატანის გარეშეც შეძლეს ჩვენი დამარცხება. და პირიქით, მათთვის მოგვიგია, როცა ზლატანი თამაშობდა. ასე რომ, წინასწარ ვერ იტყვი, რომელი დანაკარგი გამოდგება მნიშვნელოვანი.
სექტემბერში პარიზელების წინააღმდეგ კარგად ვითამაშეთ, თუმცა წავაგეთ. რაც აუცილებელია, უნდა მოვუმატოთ დაცვაში. პსჟ-მ უკვე დაამტკიცა "ჩელსისთან" დაპირისპირებით, რომ შესანიშნავი გუნდია. შანსები თანაბარია, რადგან ჩვენი გუნდები მსგავსია - პსჟ-საც შეუძლია პოზიციური შეტევის ჩვენსავით წარმოება და კონტრშეტევა. ვფიქრობ, ხვალ ბევრ გოლს ვნახავთ. იმედი მაქვს, რომ ჩვენ მეტს გავიტანთ. წინ ძალიან რთული დაპირისპირებაა".
15 აპრილი. პარიზი (საფრანგეთი). "პარკ დე პრენსი". 22:45
პსჟ-ბარსელონა
დისკვალიფიკაცია: ორიე, იბრაჰიმოვიჩი, ვერატი - დანი ალვეში
ტრავმა: დ. ლუისი, ტ. მოტა - ვერმალენი
სავარაუდო შემადგენლობები
პსჟ (4-3-3): სირიგუ - ვან დერ ვილი, მარკინიოსი, ტ. სილვა, მაქსველი - რაბიო, კაბაი, მატუიდი - ლავეცი, კავანი, პასტორე
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - ადრიანო, პიკე, მატიო, ალბა - რაკიტიჩი, მასკერანო, ინიესტა - მესი, სუარესი, ნეიმარი
მსაჯი: მარკ კლატენბურგი (ინგლისი)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"