სერხიო რამოსი: მანჯუკიჩისთვის სახე განზრახ არ დამისისხლიანებია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მადრიდის "რეალის" მცველმა სერხიო რამოსმა "ატლეტიკოსთან" (0:0) ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედფინალური მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

მატჩის 51-ე წუთზე, მაღალი ბურთისთვის ბრძოლის დროს სერხიო რამოსმა მარიო მანჯუკიჩს იდაყვი ჩაარტყა და სახე დაუსისხლიანა. აღსანიშნავია, რომ ესპანელი ფეხბურთელი არბიტრს არ გაუფრთხილებია.

"დარღვევის შესაფასებლად არსებობენ მსაჯები. არ ვიცოდი, სად იმყოფებოდა მანჯუკიჩი. მისთვის დარტყმა არ მინდოდა და ეს განზრახ არ გამიკეთებია", - უთხრა რამოსმა Goal.com-ს.

შეგახსენებთ, რომ საპასუხო მატჩი 22 აპრილს, "სატიაგო ბერნაბეუზე" ჩატარდება.

ასევე იხილეთ:
ატლეტიკო-რეალი 0:0 - სისხლი გოლების ნაცვლად [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული