დავიდ ლუისი: "ბარსელონასთვის" "კამპ ნოუზე" სამი გოლის გატანა შეგვიძლია

AutoSharing Option
პსჟ-ის მცველმა დავიდ ლუისმა ჩემპიონთა ლიგაში საკუთარი გუნდის შანსებზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ პსჟ სტუმრად "ბარსელონასთან" პირველ მეოთხედფინალურ მატჩში ანგარიშით 1:3 დამარცხდა.

"ბარსელონასთვის" "კამპ ნოუზე" სამი გოლის გატანა და შემდეგ ეტაპზე გასვლა შეგვიძლია. ეს რთული იქნება, რადგან მიმდინარე სეზონში მათ საშინაო მატჩებში სამი გოლი არასდროს გაუშვიათ, მაგრამ მე მჯერა ჩემი გუნდის და საკუთარ თავს ვეუბნები, რომ ამის გაკეთება შეგვიძლია.

ცოტა დავიღალე, რადგან დღეში 12 საათი ვვარჯიშობდი ერთი კვირის განმავლობაში. მოსალოდნელი იყო, რომ მეორე ტაიმში ვითამაშებდი დაახლოებით 30 წუთი, მაგრამ ტიაგო სილვამ
მე-20 წუთზე ტრავმა მიიღო.

ეს დღე ჩემთვის საუკეთესო ნამდვილად არ იყო, თუმცა ეს ფეხბურთის ნაწილია", - თქვა ლუისმა.

მომზადებულია ESPN FC-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:
პსჟ-ბარსელონა 1:3 - "ბარსამ" საქმე მოამთავრა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
:დ :D :D :D :D :D :D:D:D
papa
10:22 17-04-2015
0

სიახლეები პოპულარული