ტიაგო სილვა პსჟ-ს "ბარსელონასთან" საპასუხო მატჩში ვერ დაეხმარება

AutoSharing Option
"პარი სენ-ჟერმენის" კაპიტანი ტიაგო სილვა თავის გუნდს ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის საპასუხო შეხვედრაში "ბარსელონასთან" ვერ დაეხმარება. ეს მატჩი სტადიონ "კამპ ნოუზე" 21 აპრილს გაიმართება.

ბრაზილიელმა მცველმა თეძოს ტრავმა ამ გუნდების პირველ შეხვედრაში მიიღო, რომელიც 15 აპრილს პარიზში გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით, 3:1 დასრულდა.

L'Equipe-ის ცნობით, ტიაგო სილვა გუნდთან ერთად ბარსელონაში არ გაემგზავრება და მხოლოდ კლუბის ბაზაზე ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშებს.

ასევე იხილეთ:

პსჟ-ბარსელონა 1:3 - "ბარსამ" საქმე მოამთავრა [VIDEO]
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული