"ატლეტიკოს" ძალიან ძლიერი დაცვა ჰყავს, თუმცა ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, რომ მოვიგებთ. ისევე უნდა ვითამაშოთ, როგორც სტუმრად მეტოქესთან პირველ მატჩში. შემადგენლობასაც შესაბამისად შევარჩევ.
მზად ვართ ნებისმიერი შედეგისთვის, თუმცა წინასწარვე განეწყო 11-მეტრიანების სერიისთვის არცთუ იოლია.
ვფიქრობ, თანაბარი თამაში გამოვა. შევეცდებით, 90 წუთი მაღალ დონეზე ჩავატაროთ და მოტივაციის მხრივ, ყველაფერი წესრიგში გვაქვს. არჩეულ სტრატეგიას უნდა მივდიოთ და მოედანზე განვახორციელოთ ჩანაფიქრი. ვფიქრობ, რომ ჩემი გუნდის შემადგენლობა მსოფლიოში
ხვალინდელი შეხვედრა ყველასთვის მნიშვნელოვანია: კლუბისთვის, მოთამაშეებისა და გულშემატკივრებისთვის. გვაქვს ნახევარფინალში გასვლის შანსი. ქომაგს მხარდაჭერისკენ მოვუწოდებ, რადგან ჩვენ ერთი ოცნება გვაქვს", - აქვეყნებს ანჩელოტის ნათქვამს უეფას ოფიციალური საიტი.
"რეალისა" და "ატლეტიკოს" საპასუხო დაპირისპირება "სანტიაგო ბერნაბეუზე" 22 აპრილს გაიმართება. შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა.