გარეთ ბეილი, ქარიმ ბენზემა და ლუკა მოდრიჩი "ატლეტიკოს" წინააღმდეგ კი არა, კიდევ კარგა ხანს ვერ დაეხმარებიან "რეალს", ხოლო მარსელო დისკვალიფიცირებულია.
კარლო ანჩელოტის არა მარტო შემადგენლობის შეცვლა, არამედ ტაქტიკის გამოცვლაც მოუწევს.
ამის საპირისპიროდ, "ატლეტიკოს" ბანაკში ყველაფერი დიდებულადაა, გუნდს მარიო მანჯუკიჩიც გამოუჯანმრთელდა და საკადრო პრობლემა აღარ აქვს.
მატჩის წინ:
კარლო ანჩელოტი (რეალი): "უნდა მივეჩვიოთ იმ
ამაზე მეტი მოტივაცია რა გვინდა? ვარსკვლავები გვაკლია, ახლა ყველა შემართული უნდა გავიდეს მოედანზე. პირველიდან ბოლო წუთამდე ძალიან მაგრად უნდა ვითამაშოთ.
ხვალ უმნიშვნელოვანესი მატჩია კლუბისთვის, ფანებისა და ქალაქისთვის. ხავიერ ერნანდესმა კარგად ითამაშა "მალაგასთან", ის კარგ ფორმაშია და მისი იმედი ხვალ აუცილებლად მექნება.
ახლა მთავარია, ჩვენი გეგმა მოედანზე გადავიტანოთ და განვახორციელოთ".
დიეგო სიმეონე (ატლეტიკო): "ატლეტიკო" ტკბება იმ დღეებით, როცა ევროპული ფეხბურთის ყურადღების ცენტრშია. ჩვენი მიზანია, რომ ეს დღეები გავიგრძელოთ.
არ ვუყურებთ მეტოქის საკადრო პრობლემებს, ჩვენ ჩვენი თამაში გვადარდებს. მართალია, მარიო სუარესი დისკვალიფიცირებულია, მაგრამ ჩვენ გვყავს ძალიან კარგი დაცვითი სტილის ნახევარმცველები და მისი შეცვლა არ გაგვიჭირდება".
ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი. საპასუხო მატჩი
22 აპრილი. მადრიდი (ესპანეთი). "სანტიაგო ბერნაბეუ". 22:45
რეალი-ატლეტიკო
(პირველი მატჩი 0:0)
დისკვალიფიკაცია: მარსელო - სუარესი
ტრავმა: ბენზემა, მედრანი, ბეილი, მოდრიჩი - მანჯუკიჩი (?)
რეალი (4-4-2): კასილიასი - კარვახალი, ვარანი, ს. რამოსი, კოენტრაო - ისკო, ილიარამენდი, კროოსი, ხ. როდრიგესი - რონალდო, ხ. ერნანდესი
ატლეტიკო (?-?-?): ობლაკი - ხუანფრანი, მირანდა, გოდინი, სიკეირა - არდა თურანი, გაბი, ტიაგო, კოკე - გრიზმანი, მანჯუკიჩი
მსაჯი: ფელიქს ბრიხი (გერმანია)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"