მასიმილიანო ალეგრი: 12-წლიანი პაუზის შემდეგ დავბრუნდით, ჩვენ არავისი გვეშინია

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის საპასუხო მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

22 აპრილს გამართულ შეხვედრაში "მონაკომ" "იუვენტუსს" უმასპინძლა. მატჩი უგოლოდ დასრულდა და შემდეგ ეტაპზე ტურინული გუნდი გავიდა (პირველი მატჩი - 1:0).

"მინდა ეს წარმატება დღეს გულშემატკივრებთან ერთად ვიზეიმო. ეს ბრწყინვალე წელიწადია "იუვენტუსისთვის". ჩვენ მყარი საძირკველი ჩავყარეთ საიმისოდ, რომ გუნდი კვლავაც გამხდარიყო ევროპული ფეხბურთის გრანდი.

რაც მართალია, მართალია - "მონაკოსთან", რომელიც საკმაოდ კარგი გუნდია, ორი ბრწყინვალე მატჩი არ ჩაგვიტარებია. არც
საგოლე მომენტები გვქონია მრავლად, თუმცა თავს კარგად ვიცავდით.

"მონაკო" კარგად თამაშობდა როგორც პირველ, ისე საპასუხო შეხვედრაში. ხასიათის სიმტკიცე უნდა გამოგვევლინა და ჩვენ ეს მოვახერხეთ. ნახევარფინალში გასვლა იოლი არასდროსაა, თუმცა ჩვენ ეს შევძელით და ახლა მოთამაშეები მხოლოდ შექებას იმსახურებენ.

"იუვენტუსი" მართლა გუნდია და დღეს სრულად დაიხარჯა. მართალია, იდეალურად არ გვითამაშია, მაგრამ მოედანზე ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიყავით. გუნდმა გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა.

ჩემს ფეხბურთელებს რაღაც ვირუსი შეეყარათ. ბიჭები ავადმყოფურად გამოიყურებოდნენ. ამის გამო ჩვენი წარმატება კიდევ უფრო დასაფასებელია.

დარწმუნებული ვარ, ძალიან გავაბედნიერეთ გულშემატკივრები. 12-წლიანი პაუზის შემდეგ კვლავაც ნახევარფინალში ვართ. მე არავისი მეშინია. ჩვენ ევროპის საუკეთესო გუნდებთან ვიბრძოლებთ და ეს ძალიან ამაღელვებელი გამოცდა იქნება", - თქვა ალეგრიმ.

ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალების წილისწყრა 24 აპრილს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული