დიეგო სიმეონე: ბავშვობაში ბოლომდე ბრძოლას მასწავლიდნენ...

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

22 აპრილს გამართულ მადრიდულ დერბიში "რეალმა" მინიმალური ანგარიშით დაამარცხა "ატლეტიკო" და ორი მატჩის ჯამში ნახევარფინალში გავიდა.

"ამაყი ვარ ჩემი გუნდით. მთლიანობაში, ჩვენ ძალიან კარგად გავისარჯეთ ისეთ რთულ ტურნირში, როგორიც ჩემპიონთა ლიგაა. მართლა ბრწყინვალე გუნდი მყავს - ნამდვილი ვაჟკაცები, რომლებიც თავდაუზოგავად შრომობენ.

ხან წარმატებით ვთამაშობთ, ხან - წარუმატებლად, მაგრამ მიხარია ის, რომ სწორედ ამ ფეხბურთელების მწვრთნელი ვარ.

სირთულეები პირველ ათ
წუთში შეგვექმნა. "რეალმა" ძალიან აქტიურად დაიწყო, მაგრამ შემდეგ თამაში გათანაბრდა. მეტოქე ბურთს უფრო მეტად ფლობდა, მაგრამ სამაგიეროდ, ჩვენ სივრცეებს კარგად ვკეტავდით. ვიყავით ზუსტად იქ, სადაც უნდა ვყოფილიყავით. იმ იშვიათ შემთხვევებში კი, როდესაც ბურთს ვფლობდით, განაპირა მცველების შეტევაში ჩართვას ვახერხებდით. თავის მხრივ, კარგად მოქმედებდა მოედნის ცენტრში კოკეც.

ბავშვობაში ბოლომდე ბრძოლას მასწავლიდნენ. როდესაც მთლიანად ვიხარჯებოდი და ვმარცხდებოდი, შინ მაინც საკუთარი თავით კმაყოფილი ვბრუნდებოდი. ალბათ, ყველა მწვრთნელის სურვილია, ჰყავდეს მოთამაშეები, რომლებიც მთელი 90 წუთის განმავლობაში არ ზოგავენ თავს, მიუხედავად ყველა სირთულისა.

ვულოცავთ მეტოქეს გამარჯვებას, რომელმაც კარგად ითამაშა და ლამაზი გოლიც გაიტანა", - თქვა სიმეონემ.

ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალების წილისწყრა 24 აპრილს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული