უეფამ ხოსეპ გვარდიოლას წინააღმდეგ საქმე აღძრა

AutoSharing Option
ხოსეპ გვარდიოლას მაისურმა, რომელიც მიუნხენის "ბაიერნის" მთავარ მწვრთნელს "პორტუსთან" ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის საპასუხო მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ეცვა, უეფას სადისციპლინო კომიტეტში ვნებათაღელვა გამოიწვია. შავ მაისურში გამოწყობილ პეპს მკერდზე წარწერა ამშვენებდა - #JusticiaParaTopo.

როგორც ირკვევა, ამ წარწერით გვარდიოლას სურდა, თანადგომა გამოეცხადებინა აქციის მონაწილეთათვის, რომლებიც არგენტინელი ჟურნალისტის, ტოპო ლოპესის გარდაცვალების ფაქტის გამოძიებას ითხოვენ. ჟურნალისტი მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის დროს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა. მასმედიის ინფორმაციით, ავარიის მიზეზი პოლიციელთა დევნა გახდა, რის შედეგადაც დამნაშავეთა ავტომობილი ჟურნალისტის მანქანას შეეჯახა.

უეფას წესების თანახმად, საფეხბურთო მატჩი არ
შეიძლება იქცეს პოლიტიკურ ან სხვა მსგავსი აქციის ასპარეზად. შესაბამისად, "ბაიერნის" თავკაცს სანქციები და ფულადი ჯარიმა ემუქრება.

შეგახსენებთ, რომ "ბაიერნმა" 1/4-ფინალის საპასუხო მატჩში "პორტუს" ანგარიშით 6:1 სძლია და ტურნირის ნახევარფინალში გავიდა.

ასევე იხილეთ:
ბაიერნი-პორტუ 6:1 - გაბრაზებული "ბაიერნი" დრაკონზე საშიშია [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 3 /
იმედია არ დახვრეტენ.D
sabonis
15:53 23-04-2015
0
Dაუქცევია ქვეყანა.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული