წილისყრის შემდეგ კომენტარი გააკეთა "რეალის" იტალიელმა თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ.
"ჩვენი ოცნება ფინალში კვლავ გასვლაა. ამისთვის კი საჭიროა, "რეალმა" მაქსიმალურად კარგად ითამაშოს.
ისეთივე გუნდი მჭირდება, როგორიც თამაშობდა "ატლეტიკოს" წინააღმდეგ საპასუხო მატჩში, ასეთივე დიდი ენთუზიაზმით. "რეალი" საკუთარ ძალებში დარწმუნებულია.
ტურინის "იუვენტუსი" მდიდარი ისტორიის კლუბია, რომელიც 12 წლის შემდეგ დაბრუნდა ლიგის ნახევარფინალში. ტურინელებს შესანიშნავი სეზონი აქვთ, მათ თითქმის უკვე მოიგეს ეროვნული პირველობა. ასე რომ, მათ შეუძლიათ უფრო
შარშანდელ ნახევარფინალში "ბაიერნის" წინააღმდეგ გულშემატკივარი ძალიან დაგვეხმარა. როცა "სანტიაგო ბერნაბეუზე" ასეთი ატმოსფეროა, "რეალი" აღმაფრენით თამაშობს. იმედია, ასე იქნება ახლაც", - განაცხადა "რეალის" თავკაცმა.
5 მაისს პირველი მატჩი ტურინში გაიმართება, საპასუხო კი 13 მაისს მადრიდში ჩატარდება.
ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური წყვილები ცნობილია