"მსურს, რომ ფინალში ორმა ესპანურმა კლუბმა ითამაშოს, თუმცა ეს შეიძლება ჩემთვის არც იყოს კარგი - ფინალი 6 ივნისს გაიმართება, ესპანეთის ნაკრები კი 14 ივნისს თამაშობს. ეს ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანი თამაშია ბელორუსის გუნდთან.
მიუხედავად ამისა, ფინალში "ბარსას" და "რეალის" დაპირისპირებას უფრო ველი. ბოლო 10 წელია, "რეალი" და "ბარსელონა" ესპანური კლუბების დომინაციას უწყობენ ხელს ევროპაში და ეს ძალიან კარგია", - განაცხადა დელ ბოსკემ.