ლიონელ მესი: "ბაიერნი" ტრავმირებული ფეხბურთელებით თავს ვერ გაიმართლებს

AutoSharing Option
"ბარსელონას" ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ მიუნხენის "ბაიერნთან" ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

მისი თქმით, "ბაიერნი" საკმაოდ სერიოზული კლუბია იმისთვის, რომ წარუმატებლობა წამყვანი მოთამაშეების ტრავმებით ახსნას.

შეგახსენებთ, რომ ტრავმების გამო "ბაიერნს" ვერ დაეხმარებიან ფრანკ რიბერი, არიენ რობენი, ჰოლგერ ბადშტუბერი, სებასტიან როდე და დავიდ ალაბა.

"გვარდიოლა ძალიან კარგად გვიცნობს. გაგვიმართლა, რომ მასთან ერთად უამრავი ტიტული მოვიგეთ. ის მწვრთნელია, რომელიც ყველაფერს აანალიზებს.

ვიცი, რომ "ბაიერნს" ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი ჰყავს, მაგრამ ამით ისინი თავს ვერ გაიმართლებენ, რადგან "ბაიერნი" სერიოზული კლუბია და მათ
წუწუნის უფლება არ აქვთ.

ველოდები, რომ ჩვენი ქომაგები პეპს მხარს დაუჭერენ. მან აქ ყველაფერი მოიგო, მაგრამ მატჩის დაწყებიდან, გულშემატკივრები მხოლოდ ჩვენ გვიქომაგებენ", - თქვა მესიმ.

შეგახსენებთ, რომ გუნდებს შორის პირველი შეხვედრა ესპანეთში 6 მაისს, ჩვენი დროით 22:45 საათზე დაიწყება.

ასევე იხილეთ:
ბარსელონა VS ბაიერნი - მთავარია, ვის დარჩება ბურთი
მკითხველის კომენტარები / 15 /
აბა ბარსას არ ყავდეს მესი ნეიმარი და კიდე სამი ფეხბურთელი :D:D განწირულები იქნებიან. ნამეტანს ტლიკინებს მესუნია
chiko
16:37 06-05-2015
0
იმას ის რო არ ყავდეს და იმას ეს ჩიხურაც გუნდი იქნება))
gadaobaa
17:18 06-05-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული