შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა გერმანელების მარცხით, ანგარიშით 0:3 დასრულდა.
"მეტოქეს ღირსეულად უნდა ვუპასუხოთ. სწორი ბალანსი უნდა ვიპოვოთ და შევუტიოთ.
"ბარსელონას" შემტევი სამეული სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. მათგან თავის დაცვა ყოველთვის რთულია.
თუ ფინალში გავედით, შეგიძლიათ დაწეროთ, რომ ეს სასწაულია. არაფერი გვაქვს დასაკარგი.
დაპირისპირება მაშინ დასრულდება, როცა საფინალო სასტვენს გავიგებთ", - თქვა მიულერმა.
მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით