ხოსეპ გვარდიოლა: არასდროს ვიტყვი, რომ შანსი არ გვაქვს

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ "ბარსელონასთან" ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი ესპანეთში "ბარსელონას" გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა.

"რეალისტი ვარ, არასდროს ვიტყვი, რომ შანსი არ გვაქვს. გულითა და სულით უნდა ვითამაშოთ და ამავე დროს, ტვინი ჩავრთოთ.

"ბარსელონაში", რაც შემეძლო, ყველაფერი გავაკეთე. ზოგისთვის ეს საკმარისია, ზოგისთვის არა. აქაც იგივეა. უბრალოდ, მინდა, რომ ჩემი გუნდი კარგად თამაშობდეს. აქ იმისთვის არ ვარ, რომ მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელი გავხდე. აქ ბედნიერი ვარ და მინდა კლუბსა და ფეხბურთელებს საუკეთესო მივცე.

"ბაიერნში" მოსვლის დღიდან მაქსიმუმს ვაკეთებ. თუ ეს საკმარისი არაა, მაშინ ბოდიშს ვიხდი. ამ გუნდის მწვრთნელობა ოცნებაა, რომელიც ამიხდა.

რა თქმა უნდა, მინდა, რომ მოვიგო, მაგრამ თუ წავაგებთ, ჩემი ცხოვრება არ შეიცვლება. ხვალინდელი მატჩისთვის ყველაფერს ვიზამთ, რაც ჩვენს ძალებშია.

ძალიან კარგი იყო "ბარსელონასთან" და "ბაიერნთან" ტიტულების მოგება, მაგრამ მაშინ ფანტასტიკური გუნდები მყავდა, ბრწყინვალე ფეხბურთელებით. ყველაფერი ფეხბურთელებზეა დამოკიდებული. ჩემი რეპუტაციისთვის არ ვიბრძვი. აქ იმისთვის ვარ, რომ ფეხბურთელებს დავეხმარო. მათთვის ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯებოდი და ახლა ჩვენი მაქსიმუმის ჩვენებას შევეცდებით", - თქვა გვარდიოლამ.

მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული