ლუის ენრიკე: ვიცი, რას აპირებს გვარდიოლა, თქვენ გელით კარგი თამაში

AutoSharing Option
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ მიუნხენის "ბაიერნთან" ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალური მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა ესპანელების გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა.

"დიახ, დღეისათვის ჩვენ საუკეთესო გუნდი ვართ, რომელსაც კონტრშეტევებზე თამაში შეუძლია. თუ ეს პეპმა თქვა, მე მას ვეთანხმები, თუმცა გიჟური თამაში სულაც არ გვსურს. ჩვენი მიზანია ბურთის დაჭერა და შანსების შექმნა. ეს, ალბათ, "ბაიერნის" მისიაც იქნება. ჩვენ ფოკუსირება უნდა მოვახდინოთ როგორც დაცვაზე, ასევე შეტევაზე, რადგან თუ მხოლოდ თავს დავიცავთ, გოლის გატანის შანსი არ გვექნება.

საკუთარ თავში ბოლომდე
დარწმუნებული ვერ იქნები, რადგან პატივი უნდა სცე მეტოქესაც. ამიტომ ჩემი ფეხბურთელები მშვიდად უნდა იყვნენ. კარგად ვიცით, რა დიდი გუნდიც არის "ბაიერნი", ამიტომ მას ბევრი საგოლე შანსი არ უნდა მივცეთ. მეტოქე საკუთარ მოედანზე თამაშობს და გარანტირებული აქვს ფანების დიდი მხარდაჭერა, ეს არ უნდა დაგვავიწყდეს.

ბურთი უნდა ვაკონტროლოთ და საგოლე შანსები შევქმნათ. თუ თავიდანვე გავიტანთ, დიდებული იქნება, რადგან "ბაიერნი" საშიშია. ეს ბარსელონაშიც გამოჩნდა, მათ ბევრი პრობლემა გაგვიჩინეს. მოედანზე ორი გუნდი გავა ერთი მიზნით - ფინალში გასვლა, მაგრამ საგზური ერთია და იმედია, ის ჩვენ დაგვრჩება. ვიცი, რას აპირებს გვარდიოლა, თქვენ გელით კარგი თამაში".

ასევე იხილეთ:
ბაიერნი VS ბარსელონა - არასოდეს იცი, რა მოხდება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული