თავის მხრივ, ინგლისური The Guardian-ი კი უკვე მომავალში იყურება და მიუნხენელთა დამრიგებელ პეპ გვარდიოლას "მანჩესტერ სიტის" უკავშირებს.
EL MUNDO DEPORTIVO (ესპანეთი): "მიუნხენიდან ბერლინში"
კატალონიური გაზეთი EL MUNDO DEPORTIVO, რომელიც მთავარ გვერდზე ლიონელ მესის ფოტოსურათს აქვეყნებს, მოუწოდებს "ბარსელონას", საბოლოოდ გაიფორმოს ჩემპიონთა ლიგის "ბარსა" შეეცდება, ბოლო ათი წლის განმავლობაში მეოთხედ მოიპოვოს ფინალის საგზური", - წერს გამოცემა და გვახსენებს, რომ მიუნხენიდან ბერლინამდე 505 კილომეტრი (პირდაპირ), 90 წუთი სათამაშო დრო და სამბურთიანი მარაგია.
ამასთან, გამოცემა აქვეყნებს "ბარსელონას" თავკაცის, ლუის ენრიკეს სიტყვებს: "ნახევარფინალში მოდუნება არაფრით შეიძლება", რასაც ურთავს მისი ვიზავის, ხოსეპ გვარდიოლას ციტატას: "ჩვენ "ბაიერნი" ვართ და არ ვნებდებით".
გაზეთის ფურცლებიდან გვაფრთხილებს კატალონიელთა ნახევარმცველი ხავიერ მასკერანოც: "ესენი გერმანელები არიან, მათთან იოლი არ იქნება".
SPORT (ესპანეთი): "შეუსრულე, ბარსა!"
მესი გვიმზერს კიდევ ერთი კატალონიური გამოცემა SPORT-ის მთავარი გვერდიდანაც. გამოცემა მოუწოდებს "ბარსელონას", ბოლომდე მიიყვანოს "ნოუ კამპზე" კარგად დაწყებული საქმე და ფინალში მონაწილეობა გაინაღდოს.ამ გამოცემის გვერდებიდან ლუის ენრიკე გვპირდება, რომ მიუხედავად სამბურთიანი ფორისა, მისი გუნდი, როგორც ყოველთვის, ახლაც შეუტევს.
SPORT-ში ასევე გამოქვეყნებულია სტატია: "მესის მეტი სურს": "მესი "ბარსელონასთან" ერთად კიდევ ერთი არაჩვეულებრივი საღამოს გატარებას აპირებს, სადაც მთავარი გმირი კვლავაც თვითონ იქნება".
MARCA (ესპანეთი): "მოგუდე და გაუტანე"
აი, მადრიდულმა გამოცემა MARCA-მ პირველ გვერდზე "იუვენტუსის" ნახევარმცველი პოლ პოგბა "გამოაჭენა", რომელიც ოთხშაბათს "რეალის" წინააღმდეგ ითამაშებს, ჩემიონთა ლიგის მეორე ნახევარფინალურ მატჩში. რაც შეეხება "ბაიერნი"-"ბარსას" დუელს, ამის შესახებ გვიამბობს სტატია: "პეპი აპირებს, მეტოქეს მოთმინებით აჯობოს".
მიუნხენელთა თავკაცი ამბობს: "თავზე ხელს არ ავიღებთ, რადგან "ბარსელონა" კონტრშეტევებზე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა". ლუის ენრიკე კი ფრთხილობს: "მოთმინება გვმართებს".
AS (ესპანეთი): "ალაბა: ოთხ გოლს გავიტანთ"
ესპანეთის დედაქალაქში გამომავალ კიდევ ერთ გაზეთს - AS-ს, უფრო ზუსტად კი, მის რესპონდენტს, "ბაიერნის" მცველ დავიდ ალაბას თუ დავუჯერებით, მისი გუნდი ანგარიშით 4:0-ს მოიგებს და ფინალში გავა...BILD (გერმანია): "4 მიზეზი 4 გოლის გასატანად"
გერმანულ ტაბლოიდ BILD-ს თავის საიტზე მოჰყავს ოთხი მიზეზი იმისა, თუ რატომ შეიძლება "ბაიერნმა" გაიტანოს ოთხი გოლი, "ბარსელონა" უკან მოიტოვოს და შეაბიჯოს ფინალში:I მიზეზი: მიუნხენური გუნდის საშინაო მატჩების ბრწყინვალე სტატისტიკა ევროთასებზე - მიმდინარე სეზონში ასეთი 5 გამარჯვება ყოფილა, საერთო ანგარიშით - 19:1.
II მიზეზი: ხაბი ალონსო. ყოფილა შემთხვევა, როცა "ლივერპულში" თამაშის დროს ის მეტოქესთან 0:3-ს აგებდა, გასათანაბრებლად კი მას და მის პარტნიორებს არა 90, არამედ 45 წუთი ჰქონდათ. მათ ეს შეძლეს და სწორედ ესპანელმა გაიტანა გოლი, რის შემდეგაც ანგარიში 3:3 გახდა (საუბარია 2005 წლის უეფას ჩემპიონთა თასის ფინალზე, რომელშიც "ლივერპულმა" "მილანი" დაამარცხა).
III მიზეზი: ტომას მიულერი. 2013 წლის ზაფხულში ის მონაწილეობდა მატჩში, რომელშიც "ბაიერნმა" "ბარსელონა" ანგარიშით 4:0 გაანადგურა. მაშინ მიულერმა სულაც დუბლი შეასრულა...
IV მიზეზი: რობერტ ლევანდოვსკი. მას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ესპანური გუნდისთვის ოთხი გოლი გაუტანია - "რეალის" კარში, 2013 წელს.
THE GUARDIAN (ინგლისი): "გვარდიოლა ჰაერშია, სანამ "ბარსელონა" ჩახმახს გამოჰკრავდეს"
ავტორიტეტული ინგლისური გამოცემა "ბაიერნი"-"ბარსელონას" მატჩის წინ მსჯელობს იმაზე, რომ ეს სეზონი ბოლო იქნება გვარდიოლასთვის მიუნხენურ გრანდში.გერმანიის ჩემპიონებს საშინაო შეხვედრაში სამი ბურთის გაქვითვა მართებთ გუნდთან, რომელსაც უნიჭიერესი თავდამსხმელები ჰყავს. მაგრამ თუკი სამშაბათ საღამოს, "ალიანც არენაზე" გემი ფსკერზე დაეშვება, საეჭვო გახდება გვარდიოლას "ბაიერნში" კონტრაქტის გათვალისწინებულ ვადამდე დარჩენა. ის ირწმუნება, რომ არსად წასვლას არ აპირებს, მაგრამ სინამდვილეში ასეა? ამბობენ, რომ მან უკვე მოაწერა "მანჩესტერ სიტისთან" წინასწარ შეთანხმებას ხელი უკვე ამ ზაფხულს გადაბარგებაზე..."
ასევე იხილეთ:
ბაიერნი VS ბარსელონა - არასოდეს იცი, რა მოხდება