თუ როგორ გრძნობს თავს თავად გერმანელი "სანტიაგო ბერნაბეუზე" და რას ფიქრობს ის მიმდინარე სეზონზე თუ სხვა საკითხებზე, თავად გვეტყვის.
- როგორი იყო თქვენი პირველი თვეები მადრიდის "რეალში"?
- ყველაფერი თავიდანვე კარგად აეწყო, ადაპტაცია არ გამჭირვებია. ჩვენ ისევ ვიბრძვით ჩემპიონობისთვის და ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვებისთვის. მჯერა, რომ წარმატების მიღწევა შეგვიძლია და იმედია, ასეც იქნება.
- ახალ კლუბში ადაპტაცია ადვილია?
- დიდი სხვაობა
- მინდორზე და მის მიღმა ძალიან თავდაჯერებული ჩანხართ. ამაზე რას იტყვით?..
- ჩვენ ყველას სხვადასხვა მენტალიტეტი და ტემპერამენტი გვაქვს. თავდაჯერებას საკუთარი ხასიათიდან გამომდინარე ვიღებ. ვიცი, რა შემიძლია და საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული ვარ. შესაბამისად, თავდაჯერებაც აქედან მოდის.
- კარლო ანჩელოტიმ თქვენ, როგორც "პროფესორი", ისე დაგახასიათათ. რას გვეტყვით მასთან თქვენ ურთიერთობაზე?
- ის თავიდანვე მენდობოდა და სურდა, რომ უფრო უკანდახეული ნახევარმცველის პოზიციაზე გამოვეყენებინე, სადაც მაინცდამაინც ბევრს არ ვთამაშობდი ხოლმე, მაგრამ რაც მწვრთნელს სჭირდებოდა, ის გავაკეთე.
ჩვენ მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს. თითოეული მატჩის წინ ვსაუბრობთ და ვთანხმდებით, თუ როგორ უნდა ვითამაშო ამა თუ იმ მეტოქესთან, რადგან ყველა გუნდს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. ყველა ესპანურ კლუბს ჯერ კიდევ არ ვიცნობ კარგად და მწვრთნელი ცდილობს ხოლმე, მეტოქეებზე მეტი გვითხრას. ის ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რატომაც აქ გადმოვედი.
ანჩელოტი ჩემზე ძალიან კარგ შთაბეჭდილებას ტოვებდა და დიდი ინტერესიც გამოიჩინა. მან მითხრა, რომ ჩემთან ერთად გუნდი კიდევ უფრო ძლიერი იქნებოდა და დამარწმუნა, რომ უნდა გადმოვსულიყავი. ეს სასიამოვნო იყო.
- რას იტყვით თანამედროვე ნახევარმცველის ამპლუაზე?
- დღესდღეობით რთულია, რადგან მრავალმხრივობა მოგეთხოვება. ძლიერი უნდა იყო როგორც ბურთით, ასევე მის გარეშე. დაცვაში კარგად თამაში უნდა შეგეძლოს, ასევე, ბურთის ამოტანა და შეტევის დაწყება. ძლიერი უნდა იყო ერთი-ერთზე სიტუაციებშიც. ვცდილობ, ყველა საჭირო კომპონენტის ინტეგრაცია მოვახდინო ჩემს თამაშში და სუსტი წერტილები გამოვასწორო. მჯერა, რომ მომატება კიდევ შემიძლია და ვფიქრობ, სწორ გზაზე ვარ და ამ მიმართულებით ვმუშაობ.
- აღწერეთ შეგრძნება, რომელიც გეუფლებათ, როდესაც ჩემპიონთა ლიგის ჰიმნს ისმენთ მატჩის წინ...
- ეს ყოველთვის განსაკუთრებული შეგრძნებაა და თავისებური ხიბლი აქვს. სტადიონები მუდამ სავსეა. როგორც ფეხბურთელი, სწორედ ასეთი მატჩებისკენ ისწრაფვი, მსგავს მატჩებში მონაწილეობის მიღება გინდა. ამიტომ ხდები პროფესიონალი და ამიტომ თამაშობ ფეხბურთს. ამიტომაა ჩემპიონთა ლიგა განსაკუთრებული.
- რა როლი და მნიშვნელობა აქვს თქვენს კარიერაში ჩემპიონთა ლიგას?
- ეს დიდებული ტურნირია, რომელიც კიდევ უფრო საინტერესო და ამაღელვებელი მაშინ ხდება, როდესაც პლეი ოფის სტადიას მიაღწევ. ამ ეტაპზე სიტუაცია უკვე მაქსიმალურად იძაბება და ევროპის საუკეთესო გუნდების წინააღმდეგ გიწევს ჭიდილი. დიდი გამოწვევაა ის, რომ საკუთარი შესაძლებლობების საუკეთესოდ გამოვლენა შეძლო, თანაც ყოველწლიურად.
გამორჩეულ მოგონებად რჩება ის მომენტი, როდესაც ჩემპიონთა ლიგა "ბაიერნთან" ერთად მოვიგე და ახლა იმავეს გაკეთებას მადრიდის "რეალთან" ერთად შევეცდები.
- ჩემპიონთა ლიგაზე მიღებული გამოცდილება თუ და რამდენად დაგეხმარათ პროგრესსა და ზრდაში, როგორც ფეხბურთელმა, მოუმატეთ?
- თითოეული მატჩი, რომელსაც უმაღლესი დონის მეტოქესთან მართავ, გეხმარება იმაში, რომ უკეთესი მოთამაშე გახდა. ამ კუთხით, არ აქვს მნიშვნელობა, რა შედეგით დასრულდება შეხვედრა, რადგან მიღებული გამოცდილება ნებისმიერ შემთხვევაში დაგეხმარება. ასეთი დაპირისპირებები გეხმარება, რომ უფრო ძლიერი და უკეთესი გახდე.
- როგორი განწყობაა გუნდში? თქვენი მიზანი, ალბათ, ტიტულის შენარჩუნებაა, არა?
- ჩემპიონთა ლიგაზე 5-6 ისეთი გუნდია ხოლმე, რომლებსაც გამარჯვების რეალური შანსი აქვთ და რა თქმა უნდა, ჩვენ მათ შორის ვიყავით. ვეცდებით, ზედიზედ მეორედ მოვიგოთ, მაგრამ ეს ძალიან რთული იქნება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"