"მინდა ჩემს ფეხბურთელებს მივულოცო. ბედნიერი ვარ, რომ ამ გუნდს ვწვრთნი. ბევრი პრობლემა გვქონდა, მაგრამ ჩემმა ფეხბურთელებმა ამ სეზონში ყველაფერი გააკეთეს, რაც შეეძლოთ. გვინდოდა, ბერლინის ფინალში მოვხვედრილიყავით, მაგრამ ასეთი მარცხის გამო ჩემი ფეხბურთელების მხოლოდ შექება შემიძლია.
კვლავ წავაგეთ ნახევარფინალში. დაცვაში კარგად რომ გვეთამაშა, შეიძლება ჩემპიონთა ლიგიდან არც გავვარდნილიყავით, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩემი გუნდით მაინც კმაყოფილი ვარ, თუმცა
"ბარსელონას" მოგება მაშინ შეგიძლია, როცა მას ბურთის გარეშე დატოვებ. ჩვენ ბევრი სირთულე გვქონდა, მაგრამ არასდროს ვნებდებოდით.
დიდმა გუნდებმა უნდა იცოდნენ, როგორ გაუმკლავდნენ ასეთ მარცხს, როგორც ეს დღეს მოხდა ან გერმანიის თასზე "დორტმუნდთან" მატჩში.
მინდა, რომ უკეთესად ვითამაშოთ და უძლიერესი ფეხბურთელები მყავდეს, რომლებიც დღეს არ იყვნენ მწყობრში. მიუხედავად ამისა, კმაყოფილი ვარ ჩვენი თამაშით.
"ბარსელონას" კი ჩემპიონთა ლიგის მეხუთედ მოგებას ვუსურვებ. ჩემპიონატი კი მათ უკვე მოიგეს", - თქვა გვარდიოლამ.
მომზადებულია uefa.com-ისა და Sport.es-ის მიხედვით