"ტრიდენტის ბერლინალე" - ევროპული პრესა ბაიერნი-ბარსელონას მატჩზე

AutoSharing Option
12 მაისს მიუნხენის "ბაიერნმა" "ალიანც არენაზე" "ბარსელონა" 3:2 დაამარცხა, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი საბოლოო გამარჯვებისთვის და ბერლინურ ფინალში "ბარსა" გავიდა.

ვნახოთ, როგორ შეაფასა ევროპულმა მედიამ საპასუხო თამაში. მთელი ესპანეთი და არამარტო, ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ელ კლასიკოს" ელის.

Der Tagesspiegel (გერმანია): "სასწაულები ფეხბურთში ხდება, მაგრამ არა "ბარსასთან"
"ბაიერნმა" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში კრახი განიცადა, - წერს Der Tagesspiegel-ი. - იყო მოკლე პერიოდი, როცა ჩვენ გვქონდა სასწაულის იმედი, ჩვენმა ბიჭებმა ანგარიში 1:0 გახადეს, მაგრამ
ნეიმარმა მალევე აღადგინა საფეხბურთო სამართლიანობა.

ასეთ სიტუაციაში კი "ბაიერნს" არანაირად აღარ შეეძლო "კამპ ნოუზე" გაშვებული სამი ბურთის აღმოფხვრა. ასეთი სასწაულები დროდადრო ხდება ფეხბურთში, მაგრამ არა მაშინ, როცა შენ ევროპის საუკეთესო გუნდი გიპირისპირდება.

ასე რომ, წელს "ბაიერნს" გერმანიის ჩემპიონობით მოუწევს დაკმაყოფილება.

AS (ესპანეთი): "ამაყი "ბაიერნი", რომელიც არასოდეს ნებდება"
მადრიდული გამოცემა AS ეხმიანება ნახევარფინალურ მატჩს სათაურით: "ნეიმარი ბერლინის კარს აღებს".

"ლუის ენრიკეს გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში მას მერე ითამაშებს, რაც რიგრიგობით გზიდან ჩამოიცილა, ინგლისის, საფრანგეთისა და გერმანიის ჩემპიონები.

ფინალური შტურმი "ბაიერნზე" ნეიმარმა მოაწყო, რომელმაც ფაქტობრივად, მოკლა ინტრიგა მატჩში.

მაგრამ ეს მაინც ძალიან ლამაზი სანახაობა იყო - ამაყი "ბაიერნი", რომელიც არასოდეს ნებდება და რომელიც ცდილობს, შეუძლებელი შეძლოს, - წერს კორესპონდენტი სანტი ხიმენესი. - გვარდიოლა არასოდეს ნებდება, მისმა გუნდმა მეორე ტაიმში ორი გოლი გაიტანა და აპლოდისმენტები დაიმსახურა, როცა მოედანს ტოვებდა.

ადგილობრივ გუნდს პატივისცემა ერგო, "ბარსელონას" - დიდება".

Marca (ესპანეთი): "ბაიერნმა" მაშინ იყოჩაღა, როცა თამაში დასრულებული იყო"
გაზეთი Marca თამაშის მერე სტატიაში "ბარსას" ტრიდენტის ბერლინალე" წერდა:

"როცა მასპინძლები დაწინაურდნენ და "ალიანც არენა" ღრიანცელისგან ჩამოინგრა, მაინც არ გვტოვებდა გრძნობა, რომ "ბარსას" ტრიდენტი, რომელიც შესანიშნავ ფორმაშია, აუცილებლად გაიტანდა და სწორედ ლეო მესიმ, ლუის სუარესმა და ნეიმარმა მოუტანეს გუნდს ბერლინის საგზური.

მე-15 წუთზე გატანილი გოლი ავტომატიკის დონეზე დახვეწილი იყო. ტრიდენტმა ამ სეზონში ლიგაზე ჯამში 25 გოლი გაიტანა და 22-დან 21 მას მერე, რაც სუარესმა თამაში დაიწყო. ამ სამი ფეხბურთელის ტრაექტორიები ამ თამაშში იყო ბრწყინვალე და გადამწყვეტი.

რატომ ვერ გაიტანა "ბარსამ" მეორე ტაიმში? იმიტომ, რომ თამაში უკვე დასრულებული იყო".

L’Esportiu (ესპანეთი): "ტრიდენტი მეხუთე ტიტულისთვის"
კატალონიურენოვანი გამოცემა აქებს "ბარსას" შემტევ ტრიდენტს (ნეიმარი, მესი, სუარესი): "MSN ტრიდენტი, რომელიც "ბარსას" მეხუთე ტიტულს მოუტანს".

Mundo Deportivo (ესპანეთი): "ბერლინისკენ!"
"L’Equipe (საფრანგეთი): "მიუნხენში დიდი სპექტაკლი ვიხილეთ".
La Gazzetta dello Sport (იტალია): "მესიმ და ნეიმარმა ბერლინის გზა გაიკვალეს".
A Bola (პორტუგალია): "ნეიმარმა" ბავარიული ოცნება მოკლა".
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბაიერნმა კი არ იყოჩაღა, ბარსამ დაუთმო ინიციატივა. ბარსელონას რომ გაეგრძელებინა თამაში მოიგებდა უეჭველად
cule
17:35 13-05-2015
0

სიახლეები პოპულარული