კარლო ანჩელოტი: გვინდა ისტორიის ნაწილი გავხდეთ

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ტურინის "იუვენტუსთან" ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.


"ვფიქრობ, ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო მატჩებში "სევილიასთან" და "ვალენსიასთან" ცუდად არ გვითამაშია, მაგრამ საკვანძო მომენტებში კონცენტრაცია გვაკლდა.

ახლა კი "ბერნაბეუზე" გველოდება შეხვედრა. ფეხბურთელები ერთ გუნდად უნდა შეიკრან.

ფინალზე ვოცნებობთ. ეს ჩვენი მიზანია. შეცდომები თავიდან უნდა ავირიდოთ.

მომდევნო ფინალს უკვე ძალიან მივუახლოვდით და ამ ტურნირის ისტორიის ახლიდან დაწერა შეგვიძლია, თუ ტიტულს დავიცავთ. მოსაგებად ყველაფერს ვიზამთ. გვინდა ისტორიის ნაწილი გავხდეთ.

ბენზემა
100 პროცენტით მზადაა. მას შეუძლია როგორც ძირითადში დაწყება, ისე შეცვლაზე შესვლა. ქარიმს ერთი თვეა არ უთამაშია, ამიტომ ჯერ არ გადამიწყვეტია, გავიყვანო თუ არა მოედანზე. რამოსმა შესაძლოა ისევ ნახევარდაცვაში ითამაშოს, ეს ერთ-ერთი ვარიანტია.

ბეილის თამაშით მიმდინარე სეზონში კმაყოფილები ვართ. მას ვესაუბრე და ის ბედნიერია გუნდში ყოფნით. გასულ სეზონში მან არაერთ მნიშვნელოვან მატჩში გაიტანა და ახლაც შეუძლია ამის გაკეთება", - თქვა ანჩელოტიმ.

მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული