ჩემპიონთა ლიგის 2015/16 წლების სეზონის 22 მონაწილე გუნდი უკვე ცნობილია

AutoSharing Option
სეზონის დასრულებასთან ერთად, გაირკვა ის გუნდები, რომლებიც 2015/16 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებენ.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგაში სულ 32 გუნდი მონაწილეობს. აქედან 22 უკვე ცნობილია.

დანარჩენი 10 გუნდის ვინაობა კვალიფიკაციის გათამაშების შემდეგ გაირკვევა.

ავტომატურად ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვეს:

"ბარსელონამ", ლონდონის "ჩელსიმ", მიუნხენის "ბაიერნმა", ტურინის "იუვენტუსმა", "ბენფიკამ", პსჟ-მ, "ზენიტმა", პსვ-მ, მადრიდის "რეალმა", მადრიდის "ატლეტიკომ", "პორტუმ", ლონდონის "არსენალმა", "მანჩესტერ სიტიმ", "სევილიამ", "ლიონმა", კიევის "დინამომ", "ოლიმპიაკოსმა", "გალათასარაიმ", "რომამ", "გლადბახმა", "ვოლფსბურგმა" და "გენტმა".
მკითხველის კომენტარები / 1 /
"დინამო" თბილისი გამოგრჩათ!
maldini
14:20 29-05-2015
0

სიახლეები პოპულარული