ჩემპიონთა ლიგა. I ტური. B ჯგუფი: "იუნაიტედი" მარცხით დაბრუნდა [VIDEO]

AutoSharing Option
"მანჩერსტერ იუნაიტედის" დაბრუნება ჩემპიონთა ლიგაზე წარუმატებელი გამოდგა, რადგან ლუი ვან გაალის გუნდი ჰოლანდიაში პსვ-სთან დამარცხდა. ვერ დავიჩემებთ, რომ ინგლისური გრანდის წაგება დიდი სენსაციაა, მაგრამ მოულოდნელი კი ნამდვილად გახლავთ.

არადა, სწორედ "იუნაიტედი" დაწინაურდა, როდესაც მემფის დეპაიმ გახსნა ანგარიში, მაგრამ შემდეგ, გაცილებით უკეთ ჰოლანდიელები გაისარჯნენ და ორი გოლი გაუტანეს მრისხანე მეტოქეს. მასპინძელთა რიგებში, ჯერ მორენო გამოირჩა, ხოლო შემდეგ ნარსინგი.

ბუნებრივია, რომ უპირატესობას სტუმრები ფლობდნენ და ეს სტატისტიკიდანაც ნათლად ჩანს - ვან გაალის შეგირდები უფრო ხშირად აკონტროლებდნენ ბურთს, უფრო მეტჯერ დაარტყეს მეტოქის კარის
მიმართულებით და გაცილებით მეტი კუთხური ჩააწოდეს, მაგრამ, რაც მთავარია, დამაგვირგვინებელ ფაზაში ვერ ივარგეს და სახლში ხელმოცარულნი დაბრუნდნრენ.

ისიც აღვნიშნოთ, რომ პსვ-ს წინააღმდეგ უეინ რუნის არ უთამაშია და "იუნაიტედს" თავისი ლიდერი აშკარად დააკლდა. ასეა თუ ისე, "მანჩესტერმა" ჩემპიონთა ლიგა წარუმატებლად დაიწყო და, როგორც ჩანს, დიდი ბრძოლა მოუწევს ჯგუფიდან გასასვლელად.

ამ შეხვედრაში ლუკ შოუმ საშინელი ტრავმა მიიღო და ალბათ, ძალიან დიდი ხნით მოუწევს უქმობა.

"ვოლფსბურგმა" მოსკოვის ცსკა მიიღო და მინიმალური ანგარიშით იძალა - 1:0. ერთადერთი გოლი იულიან დრაქსლერის ანგარიშზეა და გერმანელებს კიდევ შეეძლოთ რამდენიმე გოლის გატანა. "ვოლფსბურგმა" უმნიშვნელოვანესი ქულები მოიპოვა, თუმცა მთავარი ბრძოლები წინაა.

ვოლფსბურგი-ცსკა 1:0
გოლი: 1:0 დრაქსლერი (40)
ვოლფსბურგი (4-5-1): ბენალიო - ტრაში, ნალდო, დანტე, როდრიგესი - კალიჯური (85. გილავოგი), დრაქსლერი, ლ. გუსტავო, კრუზი, შურლე (76. ამოლდი) - დოსტი (46. ბენდტნერი)
ცსკა (4-4-2): აკინფეევი - ფერნანდესი, ბერეზუცკი, იგნაშევიჩი, შენნიკოვი - ტოშიჩი (78. მილანოვი), ვერმბლუმი, ნათხო (65. დუმბია), ძაგოევი - ერემენკო, მუსა
კუთხური: 5-1; ჯარიმა: 8-8; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 14-5 (7-3); ბურთის ფლობა: 59%-41%
მაყურებელი: 30 000
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

პსვ-მანჩესტერი 2:1
გოლები: 0:1 დეპაი (41), 1:1 მორენო (45), 2:1 ნარსინგი (57)
პსვ (4-3-3): ზოეტი - არიასი, ბრუმა, მორენო, ბრენეტი - პრიოპერი, ჰენდრიქსი, გუარდადო (72. შაარსი) - ნარსინგი, დე იონგი, ლესტინი (86. ლოკადია)
მანჩესტერი (4-2-3-1): დე ხეა - დარმიანი, სმოლინგი, ბლინდი, შოუ (24. როხო) - შვაინშტაიგერი, ერერა (75. ფელაინი) - იანგი (86. ვალენსია), მატა, დეპაი - მარსიალი
გაფრთხილება: მორენო, არიასი, ბრუმა - სმოლონგი
კუთხური: 3-9; ჯარიმა: 8-9; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 6-9 (4-5); ბურთის ფლობა: 38%-62%
მაყურებელი: 35 000
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მომდევნო ტური
30 სექტემბერი:
მანჩესტერი-ვოლფსბურგი, ცსკა-პსვ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
???

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული