"პარი სენ-ჟერმენმა" თავის ფანებს მოუწოდა, უკრაინაში საქომაგოდ არ წაჰყვნენ

AutoSharing Option
საფრანგეთის ჩემპიონმა "პარი სენ-ჟერმენმა" თავის გულშემატკივრებს მოუწოდა, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩში საქომაგოდ გუნდს არ წაჰყვნენ. საუბარია 30 სექტემბერს გასამართ შეხვედრაზე, რომელშიც პსჟ სტუმრად ლვოვში "შახტარს" უნდა დაუპირისპირდეს.

პარიზულმა კლუბმა უკრაინაში ფანების ორგანიზებულად გამგზავრება განგებ არ დაგეგმა და მათ ამის გაკეთება არც თვითნებურად ურჩია. მიზეზი უკრაინაში არსებული პოლიტიკური ვითარებაა.

"ვითვალისწინებთ უკრაინის ტერიტორიაზე არსებულ პოლიტიკურ სიტუაციას და პსჟ თავისი გულშემატკივრების გამგზავრებას არ დაგეგმავს. კლუბი ასევე მოუწოდებს ფანატებს, თავი შეიკავონ ქვეყანაში დამოუკიდებლად გამგზავრებისგან", - ნათქვამია პსჟ-ის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში არსებული საომარი
მოქმედებების გამო დონეცკური კლუბი უკვე მეორე სეზონია საშინაო მატჩებს მშობლიური ქალაქის გარეთ ატარებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული