იკერ კასილიასმა ჩემპიონთა ლიგის რეკორდი დაამყარა

AutoSharing Option
"პორტოს" მეკარემ, იკერ კასილიასმა ჩემპიონთა ლიგის რეკორდი დაამყარა. მან კარი მშრალად ყველაზე მეტ შეხვედრაში შეინახა.

ესპანელმა გოლკიპერმა ედვინ ვან დერ სარსაც გაუსწრო.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩში "პორტომ" "მაქაბი" ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

ეს მატჩი კასილიასისთვის 51-ე გადმოდგა, რომლის განმავლობაში მას გოლი არ გაუშვია. აღსანიშნავია, რომ "მაქაბისთან" შეხვედრა კასილიასისთვის "პორტოს" მაისურით პირველი მშრალი მატჩი გახდა.

საუკეთესო ხუთეული კი ასე გამოიყურება:

იკერ კასილიასი - 51
ედვინ ვან დერ სარი - 50
ვიქტორ ვალდესი - 45
პეტრ ჩეხი - 45
ჯანლუიჯი
ბუფონი - 37
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული