ჩემპიონთა ლიგა. III ტური. B ჯგუფი: "იუნაიტედი" წვალობს [VIDEO]

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედს" მეტად მძიმე მატჩი ჰქონდა მოსკოვში და მხოლოდ ქულას გამორჩა იქაურ ცსკა-სთან.

პირველი ტაიმი მასპინძლებმა სეუდუ დუმბიას გოლით მოიგეს, თუმცა მეორე ნახევარში ინგლისელებმა გააძლიერეს დაწოლა და ენტონი მარსიალმა გამათანაბრებელი შეაგდო. "მანჩესტერ იუნაიტედს" ბურთის ფლობაში კოლოსალური უპირატესობა ჰქონდა, თუმცა სხვა კომპონენტებში ვერ დაჯაბნა მეტოქე და შეგვიძლია ვთქვათ, რომ მატჩი ლოგიკური შედეგით დასრულდა.

ჯერჯერობით, ჩემპიონთა ლიგაზე "იუნაიტედი" ვერ აჩვენებს იმ თამაშს, რომელიც ამ გუნდის მილიონობით გულშემატკივარს გაახარებს - ლუი ვან გაალის შეგირდები არც დაცვაში დგანან უშეცდომოთ, ვერც შუა ხაზში უჭირავთ ხეირიანად
ბურთი და ვერც იმას დავიჩემებთ, რომ შეტევაში ბრდღვნიან.

შედეგად, გუნდი, რომელზეც ყოველ ზამთარ-ზაფხულს კოლოსალური თანხები იხარჯება, ვერაფრით აღემატება კონკურენტებს და ისეთი პირი უჩანს, რომ ჯგუფიდან გასასვლელად ბოლო ტურამდე მოუწევს ბრძოლა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ამასობაში, ლიდერობა "ვოლფსბურგმა" იგდო ხელთ, რომელმაც საკუთარ კედლებში პსვ განსაკუთრებული პრობლემების გარეშე დაამარცხა და უმნიშვნელოვანესი ქულები ჩაიწერა აქტივში.

გერმანელებმა ყველა კომპონენტში დაჯაბნეს მეტოქე და გაცილებით უკეთ გაისარჯნენ, მაგრამ არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ მომდევნო ტურში, უკვე ჰოლანდიაში გუნდებმა როლები გაცვალონ.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ცსკა-მანჩესტერი 1:1
გოლები: 1:0 დუმბია (15), 1:1 მარსიალი (65)
ცსკა (4-4-1-1): აკინფეევი - ფერნანდესი, ვ. ბერეზუცკი (62. ა. ბერეზუცკი), იგნაშევიჩი, შენიკოვი - ტოშიჩი, ვერმბლუმი, ერემენკო (83. პანჩენკო), მუსა - ძაგოევი (87. კაუნა) - დუმბია
მანჩესტერი (4-2-3-1): დეა ხეა - ვალენსია, ჯონსი, სმოლინგი, როხო (63. ბლინდი) - შვაინშტაიგერი (46. ფელაინი), შნეიდერლენი - ლინგარდი (80. დეპაი), ერერა, მარსიალი - რუნი
გაფრთხილება: ვერმბლუმი - ერერა, მარსიალი, ფელაინი
კუთხური: 3-1; ჯარიმა: 5-12; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 5-7 (4-4); ბურთის ფლობა: 33%-67%
მაყურებელი: 18 000

ვოლფსბურგი-პსვ 2:0
გოლები: 1:0 დოსტი (46), 2:0 კრუზე (57)
ვოლფსბურგი (4-4-2): ბენალიო - ტრაში, ნალდო, დანტე, როდრიგესი - კალიჯური (73. ვიეირინია), გილავოგი (85. არნოლდი), ლუის გუსტავო, დრაქსლერი (80. შურლე) - დოსტი, კრუზე
პსვ (4-3-3): ზოეტი - ბრენეტი, ბრუმა, მორენო, პოულსენი (74. დე ვისი) - პროპერი, ჰენდრიქსი (73. ლოკადია), გუარდადო - ნარსიგი, დე იონგი (81. პერეირო), მაჰერი
გაფრთხილება: ბენალიო, ნალდო (ვოლფსბურგი)
კუთხური: 2-5; ჯარიმა: 9-4; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 14-7 (8-1); ბურთის ფლობა: 48%-52%
მაყურებელი: 28 000

თ მ ფ წ ბ ქ
1. ვოლფსბურგი 3 2 0 1 4-2 6
2. მანჩესტერი 3 1 1 1 4-4 4
3. ცსკა 3 1 1 1 4-4 4
4. პსვ 3 1 0 2 4-6 3

მომდევნო ტური
3 ნოემბერი:
მანჩესტერი-ცსკა, პსვ-ვოლფსბურგი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული