ლუის ენრიკე: შესაძლოა, "რომა" მაშინ გვეწვია, როცა საუკეთესო ფორმაში ვიმყოფებით

AutoSharing Option
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ "რომასთან" (6:1) ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"შესაძლოა, "რომა" მაშინ გვეწვია, როცა საუკეთესო ფორმაში ვიმყოფებით და ამ დროს ჩვენ წინააღმდეგ თამაში ძალიან რთულია.

შეიძლება თუ არა, რომ ამ "ბარსელონას" ისტორიაში საუკეთესო ვუწოდოთ? ბევრი ჟურნალისტი გვეკითხება ამას, მაგრამ ჩვენ ეს არ გვადარდებს.

ჩვენ მხოლოდ მაქსიმუმის გაკეთება და რაც შეიძლება ბევრი ტიტულის მოპოვება გვსურს.

ახლა მხოლოდ სეზონის დასაწყისია, ამიტომ თამაში ზოგიერთ ასპექტში მოსამატებელი გვაქვს. მატჩის ბოლოს რომ არ გაგვეშვა, ალბათ, ტერ შტეგენი
უფრო კმაყოფილი იქნებოდა.

გულშემატკივრებს მოსწონთ, როგორ თამაშობს გუნდი და ჩემი შეგირდებიც სიამოვნებას იღებენ თამაშისგან.

ყველამ იცის, რა შეუძლია მესის. უკვე დიდი ხანია, მისი თამაშით ვტკბებით და იმედი მაქვს, რომ ეს დიდი ხანი გაგრძელდება.

ჩვენი ტრიო (მესი, ნეიმარი, სუარესი) გუნდზე შესანიშნავად მუშაობს. ისინი ჩვენს კოლექტივს უკეთესს ხდიან. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ სუარესი დიდი ხანია "ბარსელონაში" თამაშობს. მან დაამტკიცა, რომ შეუძლია შეეწყოს ჩვენი თამაშის სტილს", - თქვა ენრიკემ.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მომზადებულია Football Italia-სა და uefa.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული